🐱 გარფილდის საყვარელი კერძი ლაზანია დღეიდან თქვენი საყვარელი კერძიც გახდება. თუ არ გჯერათ ჯერ ვიდეო ნახეთ, შემდეგ გაიმეორეთ რეცეპტი სახლში. შედეგი და ემოციები გაგვიზიარეთ კომენტარებში, ასევე Chefcave-ის facebook ჯგუფში. მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის გააქტიურება . 👍🔔 #ლაზანია #გარფილდი #ბოლონეზე გამოგვყევი: instagram: 🤍🤍instagram.com/chef.cave/ facebook: 🤍🤍facebook.com/chef.cave tiktok: 🤍🤍tiktok.com/🤍chefcave? _ სტაფილო ხახვი ნიახურის ღერო ფქვილი სემოლინა მოცარელა კვერცხი კანგაცლილი პომიდორი ბეკონი საქონლის კისერი ნიორი ტომატ პასტა თეთრი ღვინო მარილი პილპილი რძე ბაჰარი ჯაოზი, მუსკატის კაკალი მოცარელა გრანას ყველი 2 ცალი ხახვი, 2 სტაფილო და 3 ცალი ნიახურის ღერო დავჭრათ წვრილად. 300 გრამი ბეკონი გადავკეპოთ წვრილად. 1.2 კგ საქონლის კისრის ნაჭერი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში . დავუმატოთ ცოტაოდენი ბეკონი. მიღებული ფარში ხელით გადავზილოთ და დავაგუნდაოთ მუჭის ზომის ბურთები. რაგუსთვის ინგრედიენტები მზადაა. გადავდივართ ცომის მოზელვაზე. 300 გრამი თეთრი ფქვილი და 300 გრამი სემოლინა ერთმანეთში გავხსნათ. დავუმატოთ 6 ცალი კვერცხი. დავიწყოთ მოზელვა. მოზელილი ცომი გადავიტანოთ დაფაზე და კიდევ ერთხელ კარგად გადავზილოთ. ავიღოთ 1კგ კანგაცლილი პომიდორი და დავაბლენდეროთ. გავაცხელოთ ქვაბი. ჩავყაროთ ბეკონი 30 გრამ ზეთთან ერთად. ვაცადოთ ბეკონს დარენდერება. ამასობაში გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად და დავიწყოთ ფარშის შეწვა. დაბრაწული ფარში გადმოვიტანოთ და დავასვენოთ. უკვე მოთუშულ ბეკონს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიახური. დავუმატოთ 1 კბილი ნიორი. ნამწვავ ტაფაზე დავასხათ ღვინო. ამოვაქროთ აკოჰოლი და დავუმატოთ რაგუს ბაზას. მოთუშვის შემდეგ დავუმატოთ შემწვარი ფარშის ბურთულები და კარგად ამოვურიოთ. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა და 300 გრამი დაბლენდერებული პომიდორი. დავუმატოთ 130 მლ ღვინო. და ვაცადოთ დუღილისთვის 2,5 საათი. ხარშვისას დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი და პილპილის მიქსი. დავუმატოთ 250-300 მლ რძე. ამასობაში 1 ლიტრი რძე ჩავასხათ ქვაბში. დავუმატოთ ნიახურის ღეროები, დაფნის ფოთოლი, ბაჰარის 8 მარცვალი ,ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და ნახევარი ხახვი . დავდგათ ცეცხლზე და დაველოდოთ წამოდუღებას. წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვაღუხთუხოთ. ავიღოთ პატარა ტაფა , 100 გრამი კარაქი, 100 გრამი ფქვილი და მოვამზადოთ რუ. კარაქს დავაცადოთ გალღვობა. ჩავცრათ 100 გრამი ფქვილი და მოვურიოთ. რუ მზადაა. პარალელურად დავიწყოთ ყველის, პარმეზანის და მოცარელას გახეხვა. რაგუს დავატოთ 100მლ რძე და 30-40 გრამი რუ. ბეშამელის ბაზა გავასუფთაოთ ბოსტნეულისგან. დავიწყოთ მორევა და დავუმატოთ 150-160 გრამი რუ. ვურიოთ ინტენსიურად და დავუმატოთ ერთი მწიკვი მარილი. ბეშამელის მასას დავამატოთ 80 გრამი გრანას ყველი. 700-800 გრამი მოცარელა. გადავიდეთ ცომის გაბრტყელებაზე. ლაზანიასთვის ცომი 7ჯერ მაინც უნდა გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ დავჭრათ სასურველ ზომებად. დაჭრილი ფორმები დავაბლანშიროთ 90 წამით. ბლანშირების შემდეგ ფირფიტები მოვათავსოთ ცივ წყალში. ყველა კომპონენტი მზად გვაქვს. შეგვიძლია გადავიდეთ ლაზანიის აწყობაზე. ფორმას გარშემო წავუსვათ ზეითუნის ზეთი. ჩავალაგოთ ფირფიტები. შემდეგ დავადოთ რაგუს თხელი ფენა. შემდეგ დავადოთ ყველის მასა. და ანალოგიურად გავიმეოროთ მინიმუმ 3-ჯერ. ბოლო ფენის დადებისას ყველის სოუსს დავუმატოთ რძე და ცოტა გავათხელოთ და წავუსვათ თავზე. შევდგათ ღუმელში 25 წუთით 180 გრადუსზე. ლაზანია მზადაა. გემრიელად მიირთვით.
გართულებული ცხოვრება აქვს,კარგი იყო.
👍👍💖💖💖🥂🇬🇪🇺🇸
gaburgavs is tutiyushi tvins iset patara galiashi cxovrobs ://////
ბედბიერებაა ლუკა რომ გყავს ძმაკაცად გემრიელ საჭმელებით განებივრებული იქნები
aba 3 4 kovzs 800 gramzeo da tipma ertiqila pamidori chayara
saocari pirovneba 💖
აუ ამას იმდენი ბაზარი უნდა სულ არ შევჭამ )))))))))))))
მე ჩემებურად ვაკეთებ ლაზანიას რძის გარეშე, ვერ ვიტან რძის გემოს. ისე, თევზზეც საინტერესო იქნება. ორაგულის ფილე შევწვი ახალ წელს, ძაან მოეწონათ. ☺️
,,მკვლელებოო"-ასეთი ვიდეოების შემხედვარე. ისე რამდენი კომენტარი უნდა დაგიწერო თხოვნით რომ ბროწეულის ტკბილ-ცხარე სოუსი მასწავლოთ?!
Es la zanja ar aris
Saaxalwlo gemrieli salati gagvikete raime hvenc viswavlid da gavaketebd💖👍
Imdeni ceremoniali unda amis ketebas dagenaneba hama😀👍
ლუკა, ჭროღა ნიშნავს ჭრელს. ❤️😊
ლუკა,რა დაგიშავეთ???😋👏
უჰ ეს რთულად გააკეთე?! მე უადვილესი რეცეპტით ვაკეთებ თანაც უგემრიელეს, მილანელებს ძაან მოსწონთ და რეცეპტებსაც მთხოვენ.პატივისცემით.❤️👍
Italia kohag brao hagetvala
ხორცს არ რეცავ ?
გებჟალია
lazania lazur achmas hgavs