კლასიკური ბურგერის პური რძის ფხვნილით ინგრედიენტები: - პურსაცხობი ხარისხის ფქვილი (620გ. ან 4 ½ ჭიქა) - თბილი წყალი (440მლ. ან 1 ¾ ჭიქა), გაყავით 2 ნაწილად - საფუარი 10გ. ან 1 სუფრის კოვზი - შაქარი 30გ. ან 2 ½ სუფრის კოვზი - რძის ფხვნილი 35გ. ან ¼ ჭიქა - მარილი 9გ. ან 1 ½ ჩაის კოვზი - კარაქი 55-60გ ან 4 სავსე სუფრის კოვზი (გირჩევთ ან Granarolo ან Lurpak ბრენდს) კვერცხის საკაზმი პურისთვის ინგრედიენტები: - კვერცხი 1 ცალი 0-კატერგორიის (დიდი) - 3 სუფრის კოვზი წყალი - შირბახტის(სეზამის მარცვლები) – 2-3 სუფრის კოვზი (გემოვნებით) - ზღვის მარილი, დიდი ზომის კრისტალები (გემოვნებით) მომზადების წესი - თბილი წყლის ნაწილი (დაახლოებით 220მლ) მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ საფუარი და ნახევარი კოვზი შაქარი. კარგად გავხსნათ და 10წუთი დაველოდოთ საფუარის ატივაციას. - მიქსერში მოვათავსოთ ნახევარი ფქვილი, დარჩენილი შაქარი და წყალი, მარილი, რძის ფხვნილი, აქტივირებული საფუარის წყალი და კარაქი. ეს ყველაფერი ფოთლით გავაერთიანოთ. გადავაწყოთ მიქსერი კაუჭზე, მოზელვის პროცესში დავუმატოთ ფქვილის მეორე ნახევარი და მასა გავაერთგვაროვნოთ. - ცომი რომ შეიკვრება, გადმოვიტანოთ ზედაპირზე და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მოზელვის დროს გამოვიყენოთ დამატებითი ფქვილი(თუკი ამის საჭიროება იქნება). - მოზელილი ცომი მოვათავსოთ ასაფუებელ ჭირჭელში(სასურველი დაზეთილში). გადავაფაროთ სერა/გრინი და გავაჩეროთ 90-120 წუთი - სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში. - აფუების შემდეგ, ცომი გადმოვიტანოთ ზედაიპრზე, ჩავფუშოთ და დავყოთ 10 თანაბარ ბურთულად. მივცეთ ფორმა, როგორიც ვიდეოშია. - ფორმამიცემულ ცომს ისევ გადავაკრათ გრინი და ამოვფუთოთ კიდევ 30 წუთი. - ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე; - ღუმელში შედგმამდე პურს გადავუსვათ წყალში ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ მოვაყაროთ შირბახტის მარცვლები და ზღვის მარილი. - ვაცხობთ 20-25 წუთის მანძილზე კონვექციის გარეშე, ან მანამ, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს პური და შეხებაზე მკვრივი არ იქნება. - გამოცხობის შემდეგ პური გავაგრილოთ ცხაურზე ისე, რომ არ ჩაცომდეს. - ეჭვი არავის ეპარება, რომ 1 ცხელ პურს აიღებთ და დააგემოვნებთ. გირჩევთ, მეორე პურიც დააგემოვნებინოთ ვინმეს, რათა თქვენი წარმატება საზოგადო ინფორმაცია გახდეს. 8 ცალი კი, ბურგერისთვის შეინახეთ. FB : 🤍bit.ly/2OgpQm5 IG : 🤍bit.ly/3rtvFuW
საფუარი 200 გრ?
so fancy
ბევრჯერ გამივაცხე ძაან კარგი გამოდის, მადლობაა <3
წყალი რამდენიც დაგვრჩაო ... ანუ? რამდენი? ვერ გავიგე 😕😬
ყველის სოუსზე დადეთ ვიდეო
ვენედეტა სამზარეულო იტალიურად
დანებზე და მის ხარისხზე , ფასებზე ისაუბრეთ ფლზზზ
მიიიიინდააააააააააა😍😍😍😍😍
Ფხვნილის მაგივრად რძე რო გამოვიყენოთ? 🤗
ბოული ქართული სიტყვაა?
ცომი❤❤❤❤❤❤❤ და ყველანაირი ცომეული ძააააალიან მიყვარს.ოღონდ მთად სასარგებლო არაა და ხშირად მიწევს ბოლო დროს თავის შეკავება😞😞😞 რაც ძაააააალიან მწყინს
რძით მოვამზადე მართლა კარგი გამოვიდა ოღონდ ცოტა მძიმე იყო მთლად ფუნთუშა ვერ იყო, რამეს ხო არ მირჩევდით❤️
luka magari xar😍😍😍😍
miyvarss
IRpxmX1szvA&t=3m19s 3:19 jojo
Au dzaan magari arxia 🥰❤
იდეალური გადაცემა❤
ლუკას ვიდეოების ყურებისას, სულ მგონია, playback speed-ი 2x-ზე მიყენია ☺️☺️
👏👏👏👏👏👏