👀 თქვენს კომენტარებს გადავხედეთ, და მივხვდით, რომ დროა დესერტების კეთებას შევუდგეთ. 🍪 მოდით, ბრაუნით დავიწყოთ, იმიტომ, რომ კლასიკური დესერტის თავგადასავალი სწორედ მისგან იწყება! გამოგვყევი: instagram: 🤍🤍instagram.com/chef.cave/ facebook: 🤍🤍facebook.com/chef.cave tiktok: 🤍🤍tiktok.com/🤍chefcave? #ბრაუნი #ფონდანტი #დესერტი #შეფლუკა #შეფქეივი ბრაუნის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ: • 200 გრამი კარაქი • 200 გრამი რძიანი შოკოლადი ამ ინგრედიენტებით მოვამზადოთ შოკოლადის განაში. მაშ ასე, რკინის ყალიბს წავუსვათ კარაქი და ცოტახნით გავყინოთ... რამდენიმე წუთის შემდეგ გადავუსვათ მეორე პირი კარაქი და მოვაყაროთ ერთი ფენა კაკაო. შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ: • 200 გრამი შაქარი • 4 კვერცხი • 4 ცალი კვერცხის გული ამ ყველაფერს ვამიქსერებთ იქამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. მიღებულ მასას დავამატოთ 200 გრამი ფქვილი და მიქსერით ამოვურიოთ. ნელნელა ვიწყებთ შოკოლადის განაშის დამატებას მიქსერთან ერთად. ბოლოს კი, დავამატოთ 40 გრამი კაკაო . შემდეგ ვიღებთ ყალიბს, ვუკრავთ ძირს ფოლგით და 2/3 მასას ვავსებთ მიღებული მასით. ცოტახნით გავაციოთ მაცივარში და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში 10-12 წუთით , 230 გრადუსზე. ახლა კი, სერვირებაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაგვიზიარეთ თქვენ ნახელავი!
Გავაკეთე ბრაუნი ამ რეცეპტით (აქ მოცემული დოზები გავანახევრე) ძალიან, ძალიან კარგი გამომივიდა. ბევრნაირი ბრაუნი მიცდია, მაგრამ Ასე ბრაუნის რეცეპტი არ მომწონებია. Კარგი შავი შოკოლადი უნდა, ნამდვილად. მადლობა ძალიან კარგია.
გრამაჟობა სად წერია?
ძალიან გემრიელი გამოვიდა ყველას გირჩევთ
აუუმეტირეცეპტიი დესერტების გთხოვთ🙏🙏🙏
200-ჯერ ვუყურე!ჩამოწერეთ რა ინგრედიერნტები წესიერად.შეამცირეთ ჩვენი დრო…
გემრიელად გამოიყურება👍🥰
Madloba
უკაცრავად ნასვამი ხართ?
სულ ვოცნებობდი ასეთ ქართულ ჯიგრულ არხზეეე😍😍😍😍
ბრაუნს გააფხვიერებელი არ უქნა? თუ გამომრჩა?
პწიცჩკას რომ დააკლიკებ, კარგი იქნებოდა რომ ინგრედიენტების ჩამონათვალი თანიმდევრობით, გრამაჟით იყოს ჩამოწერილი.
რა სჭირდება ბისკვიტს, რა კრემს.. ვთქვათ როცა ტორტია.
ქართულ კულინარიულ ვიდეოებში მგონი ვერსად ნახავ. არადა ძაან კომფორტულია. ვიდეოს გადაახვევა დამღლელია, დრო მიაქვს და ნუსხა გახსენებს, რა დროს, რამდენი, რა გჭირდება..
unichieresiiiiiiiiiiiiiiiii carmatebebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
არ აგერიოთ ფონდანტი და ბრაუნიო და მარტო მე მომხვდა თვალში რომ ვიდეოს აღწერილობაში ბრაუნის რეცეპტიო წერია და ფონდანტის რეცეპტი დევს? 😄
ძალიან მაგარი იყო. ანუ ლავა-ქეიქი ფონდანტი ყოფილა. კარგად ხსნის შეფი, საინტერესო საყურებელია
კარგი კარაქი რომელია? კაკაოს რომელს ანიჭებ უპირატესობას?
მე რომ თერმული შოკოლადის ნაცვლად ფილა დავჭერი და გადასარევად გამოცხვა სხვათაშორის, ჩემმა კონდიტერიის მასწავლებელმა დამცინა, რაღაცას გააკეთებენ და მაგარი ჰგონიათო :)
მე ვიცი ერთი დესერტი და ჩამოვწერ ახლა როგორ კეთდება და ასე შემგედ მოკლედ.
სახელი:ორეოს კათხა ტორტი
პირველ რიგში ჩავყრით ხელის მოსაკიდებელიან ჭიქაში 4 ორეოს შემდეგ მოვადუღებთ რძეს იმდენს რომ ნახევარი ჭიქა გაავსოს შემგედ ჩავტეხავთ ორეოებს და მივიყვანთ შავ ფერზე, შემდეგ ჩავყრით 1 სუფრის კოვზ შაქარს, 1 სუფრის კოვზ ფქვილს, 1/2 ჩაის კოვზ სოდას და 1 ჩაის კოვზ კაკაოს შემდეგ ავურევთ და როცა მივიღებთ ისევ შავ ფერს ჩავყრით ისევ 1 ორეოს და ბოლოს მიკროტალღულ ღუმელში შევდებთ 1 წუთი და როცა გამოვიღებთ შევდებთ დაახლოებით 30 წუთი მაცივარში შემდეგ რომ გამოვიღებთ გავსინჯავთ და მივირთმევთ. დამიჯერეთ ძალიან გემრიელია და ადვილი გასაკეთებელი. იმედია მოგეწონებათ :)
აუ შუ გააკეთეთ რა შემდეგში 😋😍
ღიპი საჭირო ინსტრუმენტიაო 🤣
მადლობა, ლუკა, ძალიან საყვარელი ხარ.