Luka nachyebia

Luka nachyebia смотреть последние обновления за сегодня на .

ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული ▶️ GOGA.TV

25400
144
6
00:02:04
16.01.2021

▶️ 🤍 👉 🤍 👉 🤍 #GOGATV PRODUCTION

ჩებურეკი | შეფი ლუკა ნაჭყებია

190793
4961
130
00:15:47
15.10.2021

ხშირად გსმენიათ შეფებისგან ბავშვობის გემოს რომანტიკის შესახებ, მაგრამ ხანდახან რთულია ამის აღქმა. დღეს ზუსტად ეგ დღეა შეფ ქეივში და ამ რომანტიკამ ჩებურეკამდე მიგვიყვანა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება #ჩებურეკი #ცომი #ფარში გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 _ ფქვილის მომზადება: 250 მლ მდუღარე წყალი 1 ჩაის კოვზი შაქარი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 800 გრამი ფქვილი 1 კვერცხი შაქრიან და მარილიან მასას დავუმატოთ ადუღებული წყალი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და 50 მლ არაყი. დავიწყოთ ცომის მოზელვა და ფქვილს დავუმატოთ მიღებული მასა. ამასთან ერთად დავუმატოთ 1 ცალი კვერცხი. ცომის შეკვრის შემდეგ ერთხელ კიდევ გადავზილოთ ხელში. ფარში : 2/3 საქონლის ხორცი 1/3 ღორის მუცელი ორივე ინგრედიენტი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში . ჯამში 1,2 კილო ხორცი. დავუმატოთ 4-5 ცალი ხახვი . აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოვზი ძირა, 1/3 ჩაის კოვზი შავი პილპილი, დაღერღილი წიწაკა, 14 გრამი მარილი და გადავურიოთ. დავუმატოთ 600 მლ წყალი. ფარში დავასვენოთ მაცივარში და ცომი კიდევ ერთხელ გადავზილოთ. ცომი კიდევ ერთხელ დავასვენოთ და სადღაც 1 საათის შემდეგ დავიწყოთ ჩებურეკის აწყობა. ცომს მივცეთ სასურველი ფორმა, მოვათავსოთ შიგთავსი და შევწვათ გაზქურაზე ზეთთან ერთად საშუალო ცეცხლზე. ჩებურეკის შეწვას დაახლოებით 6-7 წუთი ჭირდება. ჩებურეკი მზადაა. გემრიელად მიირთვით !

ორეოს ჩიზქეიქი | შეფი ლუკა ნაჭყებია

65526
1898
69
00:14:57
05.08.2021

აზრზე არ ვართ, ასეთი სიუჟეტი რატომ უნდა წარმოიდგინოთ, მაგრამ ჩვენმა ქოფირაითერმა ასე დაგვიწერა და. 🤷‍♂️ ხოდა წარმოიდგინეთ, ჩიზქეიქი გინდათ, მაგრამ ინგრედიენტები არ გაქვთ, მხოლოდ ბევრი ორეოა სახლში.. არაა პრობლემა, ‘მე ამისგან გავაკეთებ...’ უფრო სწორად, ლუკას დავუძახებთ ახლავე და ის ორეოსგან გააკეთებს ჩიზქეიქს! 👨‍🍳 ისე, Youtube-ზეც თუ გამოგვყვებით, არც ეგ იქნება პრობლემა. 🤗 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #დესერტი #ტკბილი​​ #ორეო​​​​​ ​​​​ ​​​#ჩიზქეიქი​​​​ #შეფქეივი პირველ რიგში, ორეოები განვაცალკევოთ: ორცხობილა და თეთრი შოკოლადი ცალ-ცალკე. დაგვჭირდება 150 გრამი გულსართი და 300 გრამი ორცხობილა. შემდეგ, ორცხობილები დავამტვრიოთ და 150 გრამი კარაქი გავალღვოთ. ქვასანაყში ჩავჭყლიტოთ: ნახევარი დარიჩინი და 35 გრამი შაქარი. გავაერთგვაროვნოთ და ჩავცრათ ორცხობილის მასაში. ორეოს გულსართიან მასას დავამატოთ მასკარპონეს კრემი(200 გრამი) და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ - 300 გრამი ორგანული კრემყველი და ამასაც ამოვურიოთ. დავუმატოთ 20-30 გრამი შავი შოკოლადი. შემდეგ, 400 გრამი ნაღები ამოვიყვანოთ ბლენდერით. ამოყვანილი ნაღები კი, კრემის მასასთან ნელნელა გადავურიოთ. ამასობაში, წყალში 7.5 გრამი ჟელატინი დავალბოთ, გავალღვოთ ნელ ცეცხლზე და დავუმატოთ კრემს... შენდეგ, გამღვალი კარაქი მოვასხათ ორცხობილას და ამოვურიოთ. გადავიდეთ ჩიზქეიქის აწყობაზე: სპეციალურ ფორმაში, ძირზე დავაყაროთ ორცხობილის მასა და დავპრესოთ... კრემი გადმოვიტანოთ მასაში და გადავანაწილოთ და დეკორაციისთვის მოვაყაროთ ზემოდან ორცხობილები. ორთქლზე გავალღვოთ თეთრი შოკოლადი და ჩიზქეიქს ზემოდან მოვასხათ. ჩიზქეიქს გადავაკრათ პლასტიკი და 3 საათით მაცივარში დავასვენოთ. სულ ესაა! გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები!

ლუკა ნაჭყებია და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“

69411
1164
68
00:49:15
29.05.2021

ეწვიეთ ჩვენს საიტს - 🤍 მოიწონეთ ჩვენი გვერდი - 🤍 გამოიწერეთ ჩვენი არხი - 🤍 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ჩაქაფული | ლუკა ნაჭყებია

166268
6997
181
00:15:45
30.04.2021

არსებობს კარგი ქართული კერძები და არსებობს ჩაქაფული. ☘💚 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #რეცეპტი​​​​​ #სეზონიმოვიდაvol.2​​​​ #ლუკა​​ #ჩაქაფული​​​​​ #შეფქეივი​​​​ - Მე თუ მკითხავთ, Ჩაქაფული ის კერძია, რომელსაც არა ერთი, არამედ სულ ყველა ვიდეო უნდა მიეძღვნას :) Ჰოდა, ჩემებურ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. Ინგრედიენტები Საქონლის კისერი - 1კგ Დეკეულის არტალა - 700გ Ტყემალი მთლიანი - 150გ Თეთრი მშრალი კახური ღვინო - 500მლ Წყალი ბულიონისთვის 1000მლ (და რასაც მოიკლებს იმას დაამატებთ) Ქინძი - 120გ Ტარხუნა - 240გ Ოხრახუში - 40გ Მწვანე ხახვი - 120გ Მწვანე წიწაკა - 40გ Სიმინდის სახამებელი - 12გ Მარილი ბულიონისთვის - 7გ Გარნირი Კარტოფილი - 450გ Კარაქი - 90გ Წყალი - იმდენი რომ კარტოფილი დაფაროს Მარილი - 3-4გ Ჩაქაფულისთვის ვაკეთებთ ბულიონს: Არტალას ვჭრით 5-7 სანტიმეტრიან ნაჭრებად და ვბრაწავთ სიმინდის ზეთში. ოდნავ მოოქროსფრების შემდეგ, ვასხამთ 1 ლიტრ წყალს და ვადუღებთ დაბალ ტემპერატურაზე. Მოქაფვა აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია - თუ არამღვრიე ბულიონი გსურთ მიიღოთ. 10 წუთი დუღილის შემდეგ ვუმატებთ 500მლ ღვინოს. Შემდეგ, Მწვანილს ვყოფთ შუაზე, ხახვს ვაჭრით თეთრ ნაწილებს და ვუმატებთ ბულიონს. Დარჩენილ მწვანე ხახვს ვუმატებთ განახევრებულ მწვანილს, ვკრავთ ბუკეტის ფორმით, ვუმატებთ ბუკეტს წიწაკას და ვდებთ ბულიონში. Ვადუღებთ 40-50 წუთის განმავლობაში. Წყალს თუ იკლებს ვამატებთ. Პარალელურად Ვამატებთ ბულიონში მარილს და ტყემლის ნახევარს. Შემდეგ, Კისერს ვჭრით 4-6 სანტიმეტრიან ნაჭრებად. Ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეთის თხელ ფენას და Ვბრაწავთ ხორცს ყველა მხრიდან. როგორც კი ხორცი მიწვას დაიწყებს, ეგრევე დავიწყებთ ბულიონის მასზე დოზირებულად დასხმას. Ბულიონი ხორცს მუდმივად ნახევრად უნდა ფარავდეს. Ამ ყველაფერს ვუმატებთ ტყემალს და მინიმალურად მარილს, რადგან ბულიონი თავისთავად უკვე მარილიანია. Შემდეგ ეტაპზე, ბულიონს Ვამატებთ ტყემალს, ვთუშავთ 50 წუთი დაბალ ცეცხლზე სახურავდაფარებულს, პარალელურად კი ვამატებთ ჯამში 700მლ ბულიონს დოზირებულად, პროცესის მანძილზე. 50 წუთის შემდეგ, თუ ბულიონი კარგად არ გასქელდა, სახამებელს გავხსნით თბილ წყალში და დავუმატებთ წვნიან ხორცს, მოვურევთ, წამოვადუღებთ, რაც გაასქელებს სოუსს. Დარჩენილ მწვანილს ვაშორებთ ღეროებს და ვჭრით წვრილად. Ხორცი როცა დარბილდება , მოვაყრით მწვანილს, ამოვურევთ და კერძი მზადაა სერვირებისთვის. Რაც შეეხება Კარტოფილს გარნირად: Კარტოფილს ზეთიან ქვაბში ოდნავ მოვბრაწავთ, დავასხამთ წყალს ისე, რომ დაიფაროს, ვურიოთ, დავამატოთ კარაქი, მარილი და მოვთუშოთ დარბილებამდე და წყლის ამოშრობამდე. Ესაა ჩაქაფულის ჩემეული ვერსია. Თუკი დაამზადებთ, მეც გამიზიარეთ, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს უკუკავშირს. Სიყვარულით, ლუკა შენს მიერ მომზადებული კერძის ფოტო ჯგუფში გაგვიზიარე: 🤍

ჩიხირთმა | შეფი ლუკა ნაჭყებია

175760
6293
218
00:11:53
12.06.2021

✊ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას გვერდში დგომა სჭირდება. 🍲 ჰოდა, სწორად ამისთვის შევქმენით ქართველებმა ჩიხირთმა - კერძი, რომელსაც ჩიხიდან გამოყავხარ! 👌 შეფ ლუკას აზრი ჩიხირთმაზე ასეთია, თქვენსას კი სიამოვნებით მოვისმენთ კომენტარებში. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #ჩიხირთმა​​ #ქათამი​​​​​ #სუპი​​​​ ​​​​​#ბახუსი​​​​ #შეფქეივი - გვერდში დგომის შესაფერისი კერძის რეცეპტიც მოვიდა! 😊 პირველ რიგში, დავჭრათ ქათამი, ფილე დავამარინადოთ მარილწყალში და შევინახოთ. დარჩენილი ჯუჯულა დავამარილოთ და გავაკეთოთ ბულიონი, და დავუმატოთ ნახევარი ხახვი. ასევე დაგვჭირდება 2 კბილი ნიორი.(მოვთუშოთ) სოუსისთვის დაგვჭირდება: • კამა და ქინძი • 1 კბილი ნიორი • 4 სუფრის კოვზი ძმარი • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და დავამატოთ 1 კვერცხის გული, შემდეგ ისევ დავაბლენდეროთ და გადავწუროთ. რუ • ფქვილი მოვხალოთ და დავამატოთ 50 გრამი კარაქი. 50 გრამი რუ დავამატოთ კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი და გავაგრძელოთ დაბლენდერება წამოდუღების შემდეგ გავთიშოთ ვაცადოთ გაგრილება დავამატოთ 2 კვერცხი და დავაბლენდეროთ შემდეგ ეტაპზე, გავაცხელოთ ტაფა და ქათმის დამარინადებული ფილეები შევბრაწოთ. შემდეგ დავადეგლაზიროთ წყლით, დავამატოთ ცხარე წიწაკა და ლაიმის წვენი. ჩიხირთმა მზადაა!

სენდვიჩები - PART 2 | შეფი ლუკა ნაჭყებია

79835
1973
61
00:23:35
27.09.2021

🍤 დაპირებული სენდვიჩების მეორე ნაწილი უკვე დევს ჩვენს არხზე 🥪 მოიმარაგეთ უამრავი ინგრედიენტები და გამოგვყევით 🥓 არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება 🥯 კომენტარებში დაგვიწერეთ რა რეცეპტის ნახვას და გამეორებას ისურვებდით. #პობოი #BTM #ტუნა გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​​_ 1. პო ბოი 100 გრამი ხორბლის ფქვილს ვუმატებთ პაპრიკას, დაღერღილი წიწაკას, შავი პილპილს, მარილს და კარგად ვურევთ. სიმინდის ფქვილს 100 გრამს ვუმატებთ იგივე ინგრედიენტებს. ცალკე ჯამში ვიღებთ ცოტაოდენ რძეს და ვამატებთ ცხარე სოუსს. ამასობაში ვაკეთებთ სოუსს. 2 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ვოლჩესტერის სოუსი, 1 ჩაის კოვზი დიჟონური მდოგვი , 1 სუფრის კოვზი მჟავე კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი შაქარი , 2 ცალი წვრილად დაჭრილი კაპერსი, 2 ცალი წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტაოდენი პაპრიკა და ცხარე სოუსი. პო ბოის სოუსი მზადაა. აისბერგი დავჭრათ წვრილად, 1 ცალი პომიდორი ( თხელ სლაისებად ) , მჟავე კიტრიც ასევე დავჭრათ თხელ სლაისებად, ტაფა გავავსოთ ზეთით და გავაცხელოთ . და დავიწყოთ კრევეტების შეწვა, რომელიც ამოვლებულია რძეში და ცხარე სოუსში. ტაფაში მოთავსებამდე ამოვავლოთ ფქვილში და შემდეგ ჩავყაროთ ცხელ ტაფაში. 1 წუთში კრევეტები შეგვიძლია ამოვიღოთ და დავასვენოთ. გადავიდეთ სენდვიჩის აწყობაზე. პური არ გავჭრათ ბოლომდე . წავუსვათ სოუსი. 2 სლაისი პომიდორი. 3 სლაისი მჟავე კიტრი. აისბერგის წვრილად დაჭრილი ფოთლები. კიდევ ოდნავ სოუსი და ბოლოს კრევეტები. პო ბოი მზადაა. 2. BMT ბეკონი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და 180 გრადუსზე კონვექციით შევდგათ ღუმელში 15 წუთით. ამასობაში გავამზადოთ სხვა ინგრედიენტები : პომიდორი და კიტრი დავჭრათ თხელ სლაისებად. რომანო ლეტუსის რამოდენიმე ფურცელი დავხიოთ ხელით. ერთი ცალი წითელი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. სოუსითვის დაგვჭირდება 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი, მარილი, 2 ჩაის კოვზი ძმარი და გადავურიოთ ერთმანეთში , ნელ-ნელა დავამატოთ 100 გრამი ზეთი და პარალელურად ინტენსიურად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი. გამომცხვარი ბეკონი გამოვიღოთ და დავასვენოთ . გამოშვებულ ცხიმზე დავალაგოთ პური და ოდნავ შევბრაწოთ. გახუხული პური გამოვიღოთ. წავუსვათ მდოგვის და თაფლის სოუსი, შემდეგ ლეტუსი, პომიდორი, ბეკონის თხელი ნაჭრები, სალსიჩონი, ჩორისო, ინდაურის ლორი და ბოლოს მორტადელა. შემდეგ კიტრი და ზემოდან ხახვი. BTM მზადაა. 3. თინუსის სენდვიჩი. ავიღოთ ორი ქილა თინუსის კონსერვი, ერთი ზეთში ჩალაგებული ხოლო მეორე წყალში. 4-5 ღერო მწვანე ხახვი, ამდენივე ქინძი, ამდენივე კამა, ნახევარი კბილი ნიორი, ცოტაოდენი ლიმონის ცედრა , 1 ჩაის კოვზი მდოგვი და 80 გრამი კრემ-ყველი. ეს ყველაფერი ერთად კარგად ამოვურიოთ. მიღებულ მასას დავუმატოთ მარილი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, შავი პილპილი და ცოტაოდენი ცხარე სოუსი. კიტრი გავთალოთ თხელ სლაისებად. ასევე თხლად დაჭრილი აისბერგი, და ცოტაოდენი ჰალაპენიო. დავიწყოთ სენდვიჩის აწყობა. ჭვავის პურზე გადავიტანოთ თინუსი, შემდეგ დავადოთ კიტრი, აისბერგი და ზემოდან ცოტაოდენი ჰალაპენიო. თინუსის სენდვიჩი მზადაა. 4. ორაგულის სენდვიჩი. 100 გრამი კრემ ყველი, 1/2 კბილი ნიორი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი, 1ცალი ნიახურის ღერო დავჭრათ წვრილად, ნახევარი თავი წითელი ხახვი დავჭრათ დაოვათავსოთ ძმარში, ცოტაოდენი შაქარი და წყალი დავამატოთ და დავტოვოთ . დავიწყოთ სენდვიჩის აწყობა ბეიგლის ტიპის პური გავხუხოთ ტაფაზე და გახუხულ პურზე გადავისვათ ნივრიანი კრემ-ყველი, ზემოდან რამდენიმე ადგილას დავადოთ მარაკუიას ჯემი, შემდეგ ორაგული, შემდეგ მოვაბნიოთ ნიახურის ღეროები, რამოდენიმე თავ-თავი კამა, ბაზილიკი. ორაგულის სენდვიჩი მზადაა.

სმუზები და გამაგრილებლები | შეფი ლუკა ნაჭყებია

67282
2129
76
00:16:47
18.08.2021

ზაფხულის ცხელ დღეებს ყველა თავისებურად ებრძვის.☀️☀️☀️ შეფ ქეივშიც ჩვენებური ხერხები გვაქვს თუ როგორ გავიხალისოთ ცხელი დღეები ფერადი სმუზებით. 🥤🥃🧃🍷 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 #სმუზი #ზაფხული #კოქტეილი #1 ნიახურის ღერო 2ც კიტრი 1ც ვაშლი 2 ც ტარხუნა გამოვატაროთ ყველაფერი წვენსაწურში #2 ქლიავი 3 ც რეჰანის ფოთლები თხევადი მაწონი 500 გრ 1 სუფრის კოვზი შაქარი ყინული დავაბლენდეროთ #3 საზამთრო გამოვატაროთ წვენსაწურში . 800 გრამი ღვინო როზე 125 მლ 125 მლ რედ ბული პიტნა 1 კოვზი შაქარი 250 მლ საზამთროს წვენი, ჩავყაროთ ყველაფერი ბლენდერში და შეფ ქეივის მუტანტი მზადაა. #4 მარწყვი 250 გრ 2 სუფრის კოვზი შაქარი ბაზილიკი 500 მლ რძე აბლენდერეთ მანამ სანამ ბაზილიკი წვრილად არ დაქუცმაცდება #5 200 გრამი რძიანი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავალღვოთ 300 მლ თხილის რძე ნელ-ნელა დავამატოთ. 2 ცალი ბანანი ჩავყაროთ ბლენდერში, დავუმატოთ 150 გრამი მაწონი . დავამატოთ შოკოლადის და თხილის რძის მასა, ბოლოს ყინული და დავაბლენდეროთ.

ხორცი მექსიკურად | შეფი ლუკა ნაჭყებია

37910
1066
40
00:13:08
15.12.2021

🌮მექსიკური კერძების მეორე ნაწილი უკვე შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩვენთან ერთად. 🌵 გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი #მექსიკური #ხორცი #ქათამი გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 _ ბლენდერში ჩავყაროთ ერთი კონა ქინძი, 7 კბილი ნიორი, 3 ცალი წითელი წიწაკა, 2 ცალი მწვანე წიწაკა, გამომშრალი ცხარე წიწაკა 3 ცალი, 6 ღერო მწვანე ხახვი, ფორთოხლის წვენი ნახევარი ლიტრი, ნახევარი წითელი ხახვი, 2 ჩაის კოვზი პაპრიკა, ნახევარი ფორთოხლის ცედრა და დავაბლენდეროთ გაერთგვაროვნებამდე. შემდეგ დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი მარილი და გავაგრძელოთ გაერთგვაროვნება. ამასობაში ჯამში გადავიტანოთ ღორის ბეჭი, დავსეროთ და გაერთგვაროვნებული მასა დავასხათ ზემოდან და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათით. პარალელურად დავიწყოთ ქათმის ფილეს დამუშავება. გავჭრათ სიგრძეზე და გადავიტანოთ ჯამში. დავასხათ 4 სუფრის კოვზი ჰალაპენიოს წვენი, 3 სუფრის კოვზი ცხარე ჩილის სოუსი, ცოტაოდენი ორეგანო, ერთი ლაიმის ცედრა, ცოტაოდენი მარილი. გემრიელად მიირთვით !

ლუკა ნაჭყებია და ლევან კობიაშვილი ღამის შოუში

448723
4165
0
00:16:47
29.11.2019

ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ ვებგვერდს 🤍 გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი 🤍

ქათამი ლუდის ქილაზე | შეფი ლუკა ნაჭყებია

57219
1471
54
00:23:08
09.12.2021

🍗 უცნაური სახელწოდების მიუხედავად ძალიან გემრიელი, არომატული კერძი უკვე ხელმისაწვდომია თქვენთვის ჩვენს არხზე. 🍺 გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი. #ქათამი #ლუდი #ქილა Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი Bosch Home ევროპროდუქტი • Europroduct Staropramen - სტაროპრამენი DIKA / დიკა გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ქათამს მივაჭრათ ზედმეტი ნაწილები. ლუდის ქილა გავანახევროთ სითხისგან. ჩავყაროთ სვანური მარილი. ჩავასხათ ნახევარი ფორთოხლის წვენი. პარალელურად ავიღოთ სვანური მარილი, ქინძი, უცხო სუნელი, ერთმანეთში ამოვურიოთ, დავუმატოთ 80 მლ ზეთი და წავუსვათ ქათამს ზემოდან. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრაფუსზე და ქათამი რომელიც დგას ქილაზე შევდგათ ღუმელში 45 წუთით. ამის შემდეგ წვრილად დავჭრათ ცოტაოდენი ხახვი, ერთი კბილი ნიორი. გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად და დავიწყოთ ხახვის მოთუშვა.დავუმატოთ ნახევარი წითელი წიწაკა და ორი კბილი ნიორი. ხახვის გაოქროსფრების შემდეგ დავუმატოთ 150 მლ ლუდი და ერთად ვადუღოთ. წამოდუღების შემდეგ დავუმატოთ ერთი მთლიანი მწიფე კარალიოკი და 50 მლ ფორთოხლის წვენი. ბოლოს კი დავახეხოთ ნახევარი ფორთოხლის ცედრა. ბოლოს დავუმატოთ ცოტაოდენი წითელი წიწაკა და ნიორი. სოუსი მზადაა. 40 წუთის შემდეგ ქათამი მზადაა ხოლო დაჭრილი ბატატა კიდევ 8 წუთით გავაჩეროთ ღუმელში 210 გრადუსზე. ამ დროის შემდეგ გოვიღოთ კარტოფილი ღუმელიდან. გავჭრათ შუაზე, წავუსვათ სპრედი, დავამარილოთ და შევაბრუნოთ ღუმელში 215 გრაფუსზე დაახლოებით 10 წუთით. სანამ კარტოფილი დაამთავრებს ცხობას ჯამში ავიღოთ კრემ ყველი 150 გრამი, დავჭრათ მწვანე ხახვი, ქინძი, ერთი კბილი ნიორი გავხეხოთ დავუმატოთ კრემ ყველა და ამოვურიოთ. გამომცხვარ კარტოფილს ზემოდან დავადოთ კრემ ყველის მასა და გადავიდეთ სერვირებაზე. გემრიელად მიირთვით !

კლასიკური ბურგერი | შეფი ლუკა ნაჭყებია

281730
6171
174
00:10:31
20.02.2021

ბურგერის და ბურგერის კომპონენტების მომზადების წესი და რეცეპტი: ბურგერის პური: 🤍 მჟავე კიტრი (2 საათიანი) ინგრედიენტები: • საპიკულე კიტრი - 250გ • ნიორი - 4 საშუალო კბილი • პილპილის მიქსი - 2გ • მიხაკი - 4 ღერო • შაქარი - 100გ • ვაშლის 6%-იანი ძმარი - 150გ • წყალი - 250გ • მარილი - 5გ ან 1 ჩაის კოვზი • დაღერღილი წიწაკა (შებოლილი თუ გაქვს, ჩემპიონი ხარ) - რამდენიც შენს გულს გაუხარდება. მომზადების წესი: - კიტრი თხელ მონეტებად დავჭრათ; - ნიორიც ძალიან თხლად დავჭრათ; - მოვათავსოთ ჭურჭელში ნოირი და კიტრი, მოვაყაროთ ახალი დაფქვილი პილპილი და ჩავყაროთ 4 მიხაკი. - ქვაბში ჩავასხათ ძმარი და წყალი, ჩავყაროთ შაქარი და შებოლილი ცხარე წიწაკის ფანტელები. წამოვადუღოთ, გავხსნათ შაქარი კარგად და დავაცადოთ წიწაკას 1-2 წუთი, რომ გემო კარგად გაუჯდეს. - დავასხათ ძმრიანი სითხე კიტრს, დავუმატოთ მარილი და კარგად მოვურიოთ. დავახუროთ სახურავი და შევინახოთ მაცივარში 2 საათის მანძილზე, ან მანამ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. აქვე, თუ კი ნიორი გალურჯდა, არ შეგეშინდეს! ნიორში არსებული გოგირდი მჟავასთან რეაქციაში შედის და იცვლის ფერს, ოღონდ უწყინარად. კეტჩუპი (მარტივი ვარიანტი) ინგრედიენტები: • კანგაცლილი პომიდორის კონსერვი - 500გ • ტომატ-პასტა - 20გ • ნიორი - 1 კბილი • ხახვის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი • ნიორის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი • მიხაკის ღერო(თავის გარეშე) - 8 ცალი • შაქარი(დემერარა) - 100 გ ან ნახევარი ჭიქა • მარილი - 5 გრამი ან ერთი ჩაის კოვზი • ვაშლის ძმარი 6% - 30მლ • წყალი - 100მლ • სიმინდის სახამებელი - 5 გრამი ან 2 ჩაის კოვზი გახსნილი 50მლ წყალში მომზადების წესი: - ბლენდერში გავაერთგვაროვნოთ კანგაცლილი პომიდვრები, დავუმატოთ ტომატ-პასტა და 1 კბილი ნიორი. დავაბლენდეროთ მანამ, სანამ მოთმინება არ ამოგვეწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასა რაც უფრო გლუვი იქნება, მით უფრო კარგია. - ცალკე, ფილთაქვაში გავაერთგვაროვნოთ მიხაკი, ნიორი, ფხვნილი და ხახვის ჩიფსი. (ან გამოიყენეთ უკვე დაფქვილი სუნელები.) - ქვაბში მოვათავსოთ პომიდვრის მასა, დავუმატოთ სუნელები, შაქარი და მარილი. წამოვადუღოთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. - წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ძმარი და წყალი. მთავარია ძალიან არ დადუღდეს, ამიტომ აუცილებლად სუსტ ცეცხლზე ვიმუშაოთ. - დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, დავამატოთ სიმინდის სახამებლიანი წყალი და კიდევ 5 წუთი ვადუღოთ. შემდეგ, გავაგრილოთ. საუკეთესო გემოსთვის, მეორე დღეს გამოყენება ჯობს. ან, შეგიძლიათ მაღაზიაში იყიდოთ კეტჩუპი და ამდენი აღარ გაისარჯოთ, მაგრამ სიმართლეს გეტყვით - გვეწყინება. მაიონეზი ინგრედიენტები: • კვერცხი 0-კატეგორიის (მაქსიმუმ 6-7 დღის) – 1 ცალი • მდოგვი დიჟონური, საშუალო სიძლიერის - 1 მსუყე ჩაის კოვზი • ძმარი ვაშლის 6% - 1 სუფრის კოვზი ან 15მლ • მარილი - 1 გრამი • შაქარი, თეთრი - 2 გრამი • ზეთი, მზესუმზირის - 250გ მომზადების წესი: - პირველ რიგში, გვჯერა, რომ მაიონეზის გაკეთების ინსტრუქცია არ გჭირდებათ. თუმცა არ დავიღლებით საუკეთესო შედეგის მიღწევაში რომ დაგეხმაროთ. - კვერცხი ჩავტეხოთ ჭურჭელში და დავამატოთ მდოგვი, მარილი, შაქარი და ძმარი. - დავაბლენდეროთ მასა გაერთგვაროვნებამდე და შემდეგ დავიწყოთ ნელ-ნელა ზეთის შეყვანა, რათა მასა მდგრადი გახდეს. სოუსიც მზადაა. ბურგერის ფეთი და აწყობა ინგრედიენტები: • საქონლის ხორცი, კისრის ან ბეჭის - 700გ • საქონლის ქონი, სასურველია მუცლის - 250გ • ვორსესტშირის სოუსი (‘’ვორჩესტერს’’ რომ ვეძახით:) – 15გ • მდოგვი დიჟონური, საშუალო - 20გ • მონომატრიუმის გლუტამატი (აჯინომოტო, MSG და კიდევ სხვა სახელები:) - 5გ • ზეთი - შესაწვავად 20მლ • მარილი - თითო ფეთიზე - 1-2გ ინგრედიენტები 1 ჩიზბურგერისთვის • 1 პური, შუაზე გაჭრილი • კარაქი, შუაზე გაჭრილი პურის გასახუხად • მჟავე კიტრი - 6-7 ნაჭერი • მაიონეზი - 1 ჩაის კოვზი • კეტჩუპი - 1 ჩაის კოვზი • პომიდორი, ვარდისფერი - ერთი 3-4მმ სისქის ნაჭერი. • ჩედარი, ყვითელი, დაუძველებელი - ორი 1.5მმ სისქის ნაჭერი • ხახვი, თეთრი - 1-1.5 მმ სისქეზე დაჭრილი რკალები • ბეკონი, ღუმელში გამომცხვარი, 180 გრადუსზე გაოქროსფერებამდე. მომზადების წესი: - ფარში გავატაროთ, დავამატოთ ვორსესტშირის სოუსი, მდოგვი და გლუტამატი. კარგად მოვზილოთ და დავატყეპოთ რამდენჯერმე, რათა ჰაერის ბუშტუკები მოჯდეს. - ფარში დავყოთ 8 თანაბარ ბურთად, კვლავ დავატყეპოთ და მაცივარში მოვათავსოთ. - ტაფა გავაცხელოთ, ბურთები დავდოთ ტაფაზე და გავაბრტყელოთ (ანუ, დავსმეშოთ). შევწვათ ტემპერატურის დავარდნის გარეშე. არ შეგეშინდეთ დაწვის, ოდნავ გაშავება გემოს ხელს შუწყობს, დაახლოებით მწვადის პრინციპით. 1 მხარე რომ დაიბრაწება, გადმოვატრიალოთ, დავადოთ ჩედარი და მეორე მხარეც დავბრაწოთ. ჯამში, შეწვას 5 წუთზე მეტი არ სჭირდება. აწყობა: პური გაჭერით, კარაქში გახუხეთ, ერთ ნახევარზე წაუსვით კეჩუპი, მეორეზე მაიონეზი (ან აურიეთ), ქვედა მხარეს დადეთ ჯერ მჟავე კიტრი, დაადეთ პომიდორი, შემწვარი ფეთი, შემდეგ ხახვი, ბეკონი და პური. იამაყე, ჩემპიონო! შენ უკვე იცი, თუ როგორ კეთდება კლასიკური ბურგერი. რომ გააკეთებ, გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი, ჩვენიანი იქნები!

ხინკალი | 50K Subscriber special

550700
12855
522
00:28:55
18.07.2021

📣 კეთილი იყოს თქვენი თვალი შეფ ქეივის უნიკალურ ეპიზოდში! 🥳 50 000 გამომწერის აღსანიშნად, შეფ ლუკასა და ლევანის დაპირებულ ხინკლის ვიდეოს გიზიარებთ! დღეს, ჩვენს არხებზე არა მხოლოდ გემრიელი კერძის რეცეპტის დღეა, არამედ რიტუალური ტრადიციისა და ეროვნული იდენტობისაც! 💪 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 #50kspecial #ხინკალი​​​​​ #შეფლუკა​​​​​ #შეფლევანი​​​​ - მზად ხარ ეროვნული კერძის დასამზადებლად? 😊 დავიწყოთ ცომის მოზელვით, რომელიც ორი სახისსაა: თეთრი და ცეხვილის. თეთრ ფქვილს ვამატებთ: მარილს, წყალს და ცოტა ძმარს. ცეხვილს კი ვამატებთ მხოლოდ მარტო წყალს. ხახვი დავჭრათ წვრილად და გადავიდეთ ხორცის დამუშავებაზე. ბატკნის ხორცი დავკეპოთ, დავუმატოთ ცოტა საქონლის ხორცი, ხახვი, კვლიავი და დაღერღილი წიწაკა. შემდეგ, ღორის ხორცი გამოვატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. საქონლის ხორციც გამოვატაროთ საკეპ მანქანაში და ამის შემდეგ გადავურიოთ მიღებული ფარშები ერთმანეთს. სუნელები დავფქვათ : კვლიავი , ძირა და დაღერღილი წიწაკა. მწვანილები: ქინძი და ოხრახუში. ვაკეთებთ ასევე ნიორ წყალს... მაშ ასე.. ვაკეთებთ სამი სახეობის ხინკალს: • ღორის • საქონლის და ცხვრის შერეული • საქონლის და ღორის შერეული მიღებული ფარშები გადავურიოთ ერთმანეთში - • ღორის ფარში გადავურიოთ საქონლის ფარშში, დავუმატოთ ხახვი, ძირა და დაღერღილი წიწაკა.. ბოლოს კი - წყალი და და მარილი. • მეორე ხინკლისთვის:. ღორის ფარშს ვამატებთ დაღერღილ წიწაკას, მარილს და ხახვს. ცომს რაც შეეხება: დავასვენოთ 30 წუთით და შემდეგ გადავიდეთ გაბრტყელებზე. შემდეგ კი შეგვიძლია შეხვევაც დავიწყოთ. შემდეგ, გაზქურაზე დავადგათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მაღალ ცეცხლზე ავადუღოთ. გადავიდეთ მოხარშვაზე. ხინკლის მოხარშვას დაახლოებით ჭირდება 8 წუთი. გაითვალისწინეთ, რომ ხინკლის ამოღების დროს აუცილებელია ზემოდან ადუღებულ წყალს დავასხათ ცივი წყალი რათა ხინკალი არ გაგვისკდეს ამოღების დროს. სულ ესაა!

ოსტრი | შეფი ლუკა ნაჭყებია

292681
6404
325
00:14:36
07.05.2021

ლუკას თუ დაუჯერებთ, შეფების დესტრუქციულ ხასიათზე გაღვიძება, რომელიმე ქართული, ტრადიციული კერძის ახლებურად ამოყირავებას უნდა ნიშნავდეს. 🤪 📹 ამჯერად, ოსტრი მოექცა კამერების მთავარ ფოკუსში. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #რეცეპტი​​​​​ #ოსტრი​​​​ #ლუკასეული​​ #ხორცი​​​​​ #შეფქეივი​​​​ - ოსტრის დასამზადებლად, დაგვჭირდება საქონლის კისერი და სუნელების ბაზა : • 240 გრამი დაღერღილი წიწაკა • 60 გრამი შებოლილი წიწაკა • 300 გრამი ნიორი • უცხო სუნელი • ქინძი • მარილი • ყვითელი ყვავილი ამ ყვეკლაფერს ამოვურევთ და გავატარებთ ხორცის მანქანაში ორჯერ. Next! - პომიდორი დავმდუღროთ და გავაცალოთ კანი. ასევე, დაგვჭირდება 400 გრამი ხახვი. ქვაბში მოვათავსოთ ზეთი, შემდეგ პომიდვრები გავასუფთავოთ, დავკეპოთ, და დაბალ ან საშუალო ცეცხლზე დავდგათ. შემდეგ, 1 კგ ხორცი - კისრის ნაწილი დავამუშაოთ , ტაფაზე მოვბრაწოთ, ხოლო მიმწვარი ცხიმი გამოვიყენოთ ხახვის კარამელიზაციისთვის. 20 წუთი დუღილის შემდეგ დავამატოთ: მარილი, ქინძი, უცხო სუნელი და დაფნის ფოთლები. 30-40 წუთის შემდეგ, დავჭრათ 12 გრამი ქინძი და 18 გრამი ოხრახუში. ასევე, ჩავამატოთ ჩაშუშულს და ცეცხლიდან გავთიშოთ. კერძი მზადაა სერვირებისთვის. თქვენ კიდევ, ნამდვილი ჩემპიონები ხართ! ლუკა

სტეიკი | შეფი ლუკა ნაჭყებია

331013
8208
236
00:21:50
09.03.2021

🥩 ცუდი ხორცისგან კარგი სტეიკი ვერ გამოვა, 🤪 თუმცა, ცუდი სტეიკის დამზადება კარგი ხორცისგანაც შესაძლებელია, თუ რამდენიმე, მარტივ წესს არ მიყვებით. ☝🏻 #Lukasrules გამოგვყევით: facebook: 🤍 instagram: 🤍 MUSIC: Epidemicsound - მომზადების წესი: გაწმენდილი კარაქის მომზადება (არა მჟავე ერბო) ინგრედიენტები: • სიუვიდის კომბინაცია • სტეიკის ნაჭერი - 400-600გ • მდოგვი მარცვლოვანი - 4-5გ • თევზის სოუსი - 3-4გ • კარაქი - 15გ • ნიორი - 5გ მზად ხართ? პირველ რიგში, კარაქი გავალღვოთ სქელ ძირიან ქვაბში და გავაცხელოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ გამჭვირვალე მასას; ნაწილი ცილა თავზე ამოქაფდება, ნაწილი კი დაილექება. ამოქაფებული მასა შეინახეთ საკაზმად გამოსაყენებლად. ბუნებრივია, არსებობს ბევრნაირი კომბინაცია. ეს ერთ-ერთია - ხორცს რამდენიმე წამით ტაფაზე დავბრაწავთ ყველა მხრიდან დასასტერირებლად, შემდეგ მოვათავსებთ ვაკუუმის პარკში, ჩავაგებთ შიგნით კარაქს, მდოგვს, ნიორს და თევზის სოუსს, რომელიც გემოს კიდევ უფრო გაამდიდრებს. დავავაკუუმოთ. თუ გსურთ წმინდა ხორცის გემო შეიგრძნოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, სტეიკს მარილის გარდა არაფერი სჭირდება ! ხორცს დავაცადოთ 1.5 საათი 58 გრადუსზე სიუვიდში, ან 1 საათი - 60 გრადუსზე. სიუვიდის შემდეგ, დაბრაწეთ 30 წამის განმავლობაში. შემდეგ, დეგუსტაციის დრო დგება. აუცილებელი მოთხოვნაა ყბისა და კბილების საშუალებით დაქუცმაცება, გადაყლაპვა და სასიამოვნოდ ამოოხვრა. წმინდა სტეიკი ინგრედიენტები: • რაპსის ან სხვა გამძლე ზეთი - იმდენი რომ ტაფის ძირი დაიფაროს. • სტეიკის ნაჭერი - 400-600გ • მდოგვი - 5-10გ • ნიორი - 1 კბილი, დამტვრეული • კარაქი ან ანადუღარი კარაქის ცილა - 20-25გ • მარილი - 5-7 გრამი მომზადების წესი: • სქელ ძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაცადოთ გაცხელება, შემდეგ კი - ზედმეტი ცხიმი გადავასხათ. • სტეიკის ნაჭერი დავამარილოთ ორივე მხრიდან. • ტაფა გავაცხელოთ იქამდე სანამ ზეთი ბოლს არ გაუშვებს, ხორცი მოვათავსოთ ტაფაზე, და 2 წუთში ერთხელ, 3-3ჯერ გადავატრიალოთ რათა საშუალოდ შემწვარი ხორცი მივიღოთ. • ბოლო გადატრიალებისას, წავუსვათ კარაქი და ნივრიანი მდოგვი. • სტეიკი მაშინაა მზაა, როცა ძვალთან ტემპერატურა, 60 გრადუსს შეადგენს. ტაფიდან ამოღების შემდეგ, ხორცი კიდევ 1-2 გრადუსს მოიმატებს. • კიდევ 4 წუთი სტეიკის დასვენებას დაუთმეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

ბრაუნი და ფონდანტი | შეფი ლუკა ნაჭყებია

110140
3239
118
00:18:39
24.07.2021

👀 თქვენს კომენტარებს გადავხედეთ, და მივხვდით, რომ დროა დესერტების კეთებას შევუდგეთ. 🍪 მოდით, ბრაუნით დავიწყოთ, იმიტომ, რომ კლასიკური დესერტის თავგადასავალი სწორედ მისგან იწყება! გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #ბრაუნი​​ #ფონდანტი​​​​​ ​​​​ ​​​​​#დესერტი #შეფლუკა​​​​ #შეფქეივი ბრაუნის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ: • 200 გრამი კარაქი • 200 გრამი რძიანი შოკოლადი ამ ინგრედიენტებით მოვამზადოთ შოკოლადის განაში. მაშ ასე, რკინის ყალიბს წავუსვათ კარაქი და ცოტახნით გავყინოთ... რამდენიმე წუთის შემდეგ გადავუსვათ მეორე პირი კარაქი და მოვაყაროთ ერთი ფენა კაკაო. შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ: • 200 გრამი შაქარი • 4 კვერცხი • 4 ცალი კვერცხის გული ამ ყველაფერს ვამიქსერებთ იქამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. მიღებულ მასას დავამატოთ 200 გრამი ფქვილი და მიქსერით ამოვურიოთ. ნელნელა ვიწყებთ შოკოლადის განაშის დამატებას მიქსერთან ერთად. ბოლოს კი, დავამატოთ 40 გრამი კაკაო . შემდეგ ვიღებთ ყალიბს, ვუკრავთ ძირს ფოლგით და 2/3 მასას ვავსებთ მიღებული მასით. ცოტახნით გავაციოთ მაცივარში და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში 10-12 წუთით , 230 გრადუსზე. ახლა კი, სერვირებაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაგვიზიარეთ თქვენ ნახელავი!

ბურგერის პური | შეფი ლუკა ნაჭყებია

74454
1777
60
00:06:42
18.02.2021

კლასიკური ბურგერის პური რძის ფხვნილით ინგრედიენტები: - პურსაცხობი ხარისხის ფქვილი (620გ. ან 4 ½ ჭიქა) - თბილი წყალი (440მლ. ან 1 ¾ ჭიქა), გაყავით 2 ნაწილად - საფუარი 10გ. ან 1 სუფრის კოვზი - შაქარი 30გ. ან 2 ½ სუფრის კოვზი - რძის ფხვნილი 35გ. ან ¼ ჭიქა - მარილი 9გ. ან 1 ½ ჩაის კოვზი - კარაქი 55-60გ ან 4 სავსე სუფრის კოვზი (გირჩევთ ან Granarolo ან Lurpak ბრენდს) კვერცხის საკაზმი პურისთვის ინგრედიენტები: - კვერცხი 1 ცალი 0-კატერგორიის (დიდი) - 3 სუფრის კოვზი წყალი - შირბახტის(სეზამის მარცვლები) – 2-3 სუფრის კოვზი (გემოვნებით) - ზღვის მარილი, დიდი ზომის კრისტალები (გემოვნებით) მომზადების წესი - თბილი წყლის ნაწილი (დაახლოებით 220მლ) მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ საფუარი და ნახევარი კოვზი შაქარი. კარგად გავხსნათ და 10წუთი დაველოდოთ საფუარის ატივაციას. - მიქსერში მოვათავსოთ ნახევარი ფქვილი, დარჩენილი შაქარი და წყალი, მარილი, რძის ფხვნილი, აქტივირებული საფუარის წყალი და კარაქი. ეს ყველაფერი ფოთლით გავაერთიანოთ. გადავაწყოთ მიქსერი კაუჭზე, მოზელვის პროცესში დავუმატოთ ფქვილის მეორე ნახევარი და მასა გავაერთგვაროვნოთ. - ცომი რომ შეიკვრება, გადმოვიტანოთ ზედაპირზე და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მოზელვის დროს გამოვიყენოთ დამატებითი ფქვილი(თუკი ამის საჭიროება იქნება). - მოზელილი ცომი მოვათავსოთ ასაფუებელ ჭირჭელში(სასურველი დაზეთილში). გადავაფაროთ სერა/გრინი და გავაჩეროთ 90-120 წუთი - სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში. - აფუების შემდეგ, ცომი გადმოვიტანოთ ზედაიპრზე, ჩავფუშოთ და დავყოთ 10 თანაბარ ბურთულად. მივცეთ ფორმა, როგორიც ვიდეოშია. - ფორმამიცემულ ცომს ისევ გადავაკრათ გრინი და ამოვფუთოთ კიდევ 30 წუთი. - ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე; - ღუმელში შედგმამდე პურს გადავუსვათ წყალში ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ მოვაყაროთ შირბახტის მარცვლები და ზღვის მარილი. - ვაცხობთ 20-25 წუთის მანძილზე კონვექციის გარეშე, ან მანამ, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს პური და შეხებაზე მკვრივი არ იქნება. - გამოცხობის შემდეგ პური გავაგრილოთ ცხაურზე ისე, რომ არ ჩაცომდეს. - ეჭვი არავის ეპარება, რომ 1 ცხელ პურს აიღებთ და დააგემოვნებთ. გირჩევთ, მეორე პურიც დააგემოვნებინოთ ვინმეს, რათა თქვენი წარმატება საზოგადო ინფორმაცია გახდეს. 8 ცალი კი, ბურგერისთვის შეინახეთ. FB : 🤍 IG : 🤍

შემწვარი გოჭი ბლაუენშტაინიდან | შეფი ლუკა ნაჭყებია

129158
2806
135
00:13:10
20.12.2021

🍖 საახალწლო სუფრის უცვლელი კერძის ლუკასეული ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს არხზე ! 🥩 გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი. #გოჭი #სუფრა #ახალიწელი გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍

ღორის კანჭი და კარტოფილის სალათი | შეფი ლუკა ნაჭყებია

169940
6213
191
00:16:13
04.07.2021

⚽ ევროპის ჩემპიონატთან ერთად, გრძელდება თამაშებზე იდეალურად მისაყოლებელი კერძების ნუსხაც. ამჯერად, ისეთი კანჭის რეცეპტს გაგიზიარებთ, როგორიც ნამდვილ ბავარიას შეეფერება. 🌱 აქვე, ვეგანებიც არ გვავიწყდებით და თქვენთვის სასურველ კერძს დაველოდებით კომენტარებში. 👇🤗 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #ღორის​​ #კანჭი​​​​​ ​​​​ ​​​​​#საფეხბურთო #კარტოფილი​​​​ #შეფქეივი კანჭი კლასიკური კარტოფილის სალათთან ერთად პირველ რიგში, კანჭი პროფილაქტიკის მიზნით გავტრუსოთ. შემდეგ მოვხარშოთ წყალში დაფნის ფოთოლთან , ხახვთან , ნიორთან და კვლიავის მარცვლებთან ერთად. დავუმატოთ პილპილის მიქსი, ქიშმიში, მარილი და კანჭი მოვხარშოთ 90 წუთის განმავლობაში. კარტოფილის სალათი გარნირად: მოვხარშოთ კარტოფილი და პარალელურად ბეკონი მოვბრაწოთ ტაფაზე. შემდეგ დავარენდეროთ, ანუ - დაველოდოთ ცხიმის გამოსვლას. ხახვი დავჭრათ წვრილად და დარენდერებული ბეკონი გადმოვიტანოთ ჯამში. ბეკონის ცხიმს დავუმატოთ ცოტა ზეთი, მოვთუშოთ ხახვი და დაველოდოთ დაკარამელიზირებას. ცოტახნის შემდეგ, დავამატოთ 150 გრამი ბულიონი , 4-ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი , მარცვლოვანი მდოგვი - 1 სუფრის კოვზი, 1ჩაის კოვზი შაქარი და პილპილის მიქსი. ამასობაში, თუ კარტოფილი მოიხარშა, გადმოვიღოთ და გავაციოთ. ასევე, ჟარონაზე გადმოვიღოთ მოხარშული კანჭიც. მარილი და კვლიავი დავნაყოთ, მოვაყაროთ კანჭს და 90 წუთით შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, ხოლო ბოლო 10 წუთი კი, მხოლოდ ზედა წვის რეჟიმი დავტოვოთ. შემდეგ,მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში. კარამელიზირებული ხახვის მასა დავასხათ კარტოფილს, კარგად ამოვურიოთ და ბეკონი მოვაყაროთ ზემოდან. კარტოფილის სალათი მზადაა! კანჭის შესაკაზმად შეგიძლიათ გამოიყენოთ: არტიშოკები, ჰალაპენიო, მზეზე გამომშრალი პომიდორი, წითელი ზეთისხილი და შავი პური.

AUDI PODCAST #1

437
3
0
00:23:51
03.11.2021

Credits: Agency: Mozaika Client: Audi Georgia Creative director: Erekle Mkheidze Copywriter: Nutsa Andguladze / Vano Kuparadze / Levan Tsagareli Account Manager: Keti Kipiani Presenter: Andro Dgebuadze / Luka Nachkebia Production: Production house Limoni

ლაზანია | შეფი ლუკა ნაჭყებია

211883
4128
188
00:35:02
20.09.2021

🐱 გარფილდის საყვარელი კერძი ლაზანია დღეიდან თქვენი საყვარელი კერძიც გახდება. თუ არ გჯერათ ჯერ ვიდეო ნახეთ, შემდეგ გაიმეორეთ რეცეპტი სახლში. შედეგი და ემოციები გაგვიზიარეთ კომენტარებში, ასევე Chefcave-ის facebook ჯგუფში. მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის გააქტიურება . 👍🔔 #ლაზანია #გარფილდი #ბოლონეზე გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 _ სტაფილო ხახვი ნიახურის ღერო ფქვილი სემოლინა მოცარელა კვერცხი კანგაცლილი პომიდორი ბეკონი საქონლის კისერი ნიორი ტომატ პასტა თეთრი ღვინო მარილი პილპილი რძე ბაჰარი ჯაოზი, მუსკატის კაკალი მოცარელა გრანას ყველი 2 ცალი ხახვი, 2 სტაფილო და 3 ცალი ნიახურის ღერო დავჭრათ წვრილად. 300 გრამი ბეკონი გადავკეპოთ წვრილად. 1.2 კგ საქონლის კისრის ნაჭერი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში . დავუმატოთ ცოტაოდენი ბეკონი. მიღებული ფარში ხელით გადავზილოთ და დავაგუნდაოთ მუჭის ზომის ბურთები. რაგუსთვის ინგრედიენტები მზადაა. გადავდივართ ცომის მოზელვაზე. 300 გრამი თეთრი ფქვილი და 300 გრამი სემოლინა ერთმანეთში გავხსნათ. დავუმატოთ 6 ცალი კვერცხი. დავიწყოთ მოზელვა. მოზელილი ცომი გადავიტანოთ დაფაზე და კიდევ ერთხელ კარგად გადავზილოთ. ავიღოთ 1კგ კანგაცლილი პომიდორი და დავაბლენდეროთ. გავაცხელოთ ქვაბი. ჩავყაროთ ბეკონი 30 გრამ ზეთთან ერთად. ვაცადოთ ბეკონს დარენდერება. ამასობაში გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად და დავიწყოთ ფარშის შეწვა. დაბრაწული ფარში გადმოვიტანოთ და დავასვენოთ. უკვე მოთუშულ ბეკონს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ნიახური. დავუმატოთ 1 კბილი ნიორი. ნამწვავ ტაფაზე დავასხათ ღვინო. ამოვაქროთ აკოჰოლი და დავუმატოთ რაგუს ბაზას. მოთუშვის შემდეგ დავუმატოთ შემწვარი ფარშის ბურთულები და კარგად ამოვურიოთ. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა და 300 გრამი დაბლენდერებული პომიდორი. დავუმატოთ 130 მლ ღვინო. და ვაცადოთ დუღილისთვის 2,5 საათი. ხარშვისას დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი და პილპილის მიქსი. დავუმატოთ 250-300 მლ რძე. ამასობაში 1 ლიტრი რძე ჩავასხათ ქვაბში. დავუმატოთ ნიახურის ღეროები, დაფნის ფოთოლი, ბაჰარის 8 მარცვალი ,ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და ნახევარი ხახვი . დავდგათ ცეცხლზე და დაველოდოთ წამოდუღებას. წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვაღუხთუხოთ. ავიღოთ პატარა ტაფა , 100 გრამი კარაქი, 100 გრამი ფქვილი და მოვამზადოთ რუ. კარაქს დავაცადოთ გალღვობა. ჩავცრათ 100 გრამი ფქვილი და მოვურიოთ. რუ მზადაა. პარალელურად დავიწყოთ ყველის, პარმეზანის და მოცარელას გახეხვა. რაგუს დავატოთ 100მლ რძე და 30-40 გრამი რუ. ბეშამელის ბაზა გავასუფთაოთ ბოსტნეულისგან. დავიწყოთ მორევა და დავუმატოთ 150-160 გრამი რუ. ვურიოთ ინტენსიურად და დავუმატოთ ერთი მწიკვი მარილი. ბეშამელის მასას დავამატოთ 80 გრამი გრანას ყველი. 700-800 გრამი მოცარელა. გადავიდეთ ცომის გაბრტყელებაზე. ლაზანიასთვის ცომი 7ჯერ მაინც უნდა გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ დავჭრათ სასურველ ზომებად. დაჭრილი ფორმები დავაბლანშიროთ 90 წამით. ბლანშირების შემდეგ ფირფიტები მოვათავსოთ ცივ წყალში. ყველა კომპონენტი მზად გვაქვს. შეგვიძლია გადავიდეთ ლაზანიის აწყობაზე. ფორმას გარშემო წავუსვათ ზეითუნის ზეთი. ჩავალაგოთ ფირფიტები. შემდეგ დავადოთ რაგუს თხელი ფენა. შემდეგ დავადოთ ყველის მასა. და ანალოგიურად გავიმეოროთ მინიმუმ 3-ჯერ. ბოლო ფენის დადებისას ყველის სოუსს დავუმატოთ რძე და ცოტა გავათხელოთ და წავუსვათ თავზე. შევდგათ ღუმელში 25 წუთით 180 გრადუსზე. ლაზანია მზადაა. გემრიელად მიირთვით.

In der Tbilisi Cafe Kitchen: mit Luka Nachkebia von MasterChef Georgia

308
11
0
00:32:14
09.07.2021

Eine Kostprobe georgischer Kochkunst – mit der kulinarischen Darbietung eines jungen Impresarios in der georgischen Hauptstadt, der zudem Juror in der Fernsehsendung MasterChef Georgia ist. Die georgische Küche verdankt ihre Aromen ihrer Lage im Kaukasus im fruchtbaren Halbmond, am Rande der Imperien. Die Invasion griechischer, persischer, arabischer, mongolischer, osmanischer und russischer Reiche brachten neue Zutaten und Know-how in die einheimischen Grundnahrungsmittel ein, was zu charakteristischen Delikatessen führte, von Khinkali-Nudelknödeln und Walnuss- oder Sauerpflaumensaucen bis hin zum gondelförmigen Chatschapuri-Käsebrot. Fügen Sie dieser Mischung 8.000 Jahre Weinherstellung in einzigartigen Gefäßen, die als Quevri bekannt sind, und eine alte, gastfreundliche Kultur der Supras (Feste) hinzu – wo Tamadas (Toastmeister) das erste und letzte Wort haben – und es wird klarer, warum Tiflis kosmopolitische Café-Kultur vor einem Jahrhundert einen anregenden Gedankenaustausch und eine erstaunliche künstlerische Erneuerung gefördert hat. Luka Nachkebia, TV-Moderator von MasterChef Georgia, der auch an der Georgischen Kulinarischen Akademie in Tiflis pazifische und asiatische Küche lehrt, spricht über das Schlemmen als Therapie – auch in Zeiten der Pandemie. In seinem neuen hochmodernen Studio in einer alten Villa in der Hauptstadt demonstriert er, wie man innovativ sein kann, ohne das Köstliche und Besondere der georgischen Küche zu verlieren.

კვერცხის მომზადების სამი ტექნიკა | ლუკა ნაჭყებია

160827
3504
130
00:14:11
24.08.2021

ერთი შეხედვით მარტივი კერძი, როგორ შეიძლება გაამრავალფეროვნო სხვადასხვა ტექნიკის ცოდნით. 🍳 გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი 🔔 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ომლეტი : 3 ცალი კვერცხი კარგად ავთქვიფოთ ... 15 გრამი კარაქი კვერცხი დავასხათ ტაფაზე და დავიწყოთ ინტენსიური მორევა დავამატოთ მარილი. ბოლომდე არ შევწვათ და დავიწყოთ მისი გადაკეცვა. გადაკეცილი ომლეტი გადავიტანოთ თეფშზე. მწვანე ხახვი დეკორაციად . Scrambled egg : 3 ცალი კკვერცხი ავთქვიფოთ ქვაბში ჩავაგდოთ კარაქი და ცეცხლი დავტოვოთ მაქსიმალურად დაბალ ალზე . 80 მილილიტრი ნაღები და ათქვეფილი კვერცხი ერთად მოვათავსოთ და ავურიოთ. ვურიოთ ნელი ინტენსივობით 3-4 წუთის განმავლობაში ისე, რომ კვერცხი ქვაბმა არ მიიკრას. აკონტროლეთ ტემპერატურა. დავუმატოთ მარილი მორევის პროცესში გლაზურის შეწვა ნებისმიერმა ადამიანმა იცის ამიტომ ამ რეცეპტს აქ ვერ ნახავთ 😇

ატრია | შეფი ლუკა ნაჭყებია

119638
2857
156
00:11:48
13.05.2021

დღეს შეფ ლუკა, ჩინური ატრიის რეცეპტს გაგიზიარებთ. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #რეცეპტი​​​​​ #ატრია​​​​ #აზიური​​ #ჩოუმე​​​​​ #შეფქეივი​​​​ - ლუკას ატრია - ჩოუ მე ინგრედიენტები: • წინასწარ შემწვარი ატრია • სტაფილო • კომბოსტო • ხახვი • ნიორი • მწვანე ხახვი • სოკო შიტაკე • ჯინჯერი • ჩინური ღვინო • სეზამის მარცვლები • სოდა • სიმინდის სახამებელი • ბულიონი • მარილი • შაქარი • არახისის ზეთი • ხამანცკების სოუსი • ტერიაკის სოუსი • ტკბილი ჩირის სოუსი მომზადების წესი • ატრია მოვხარშოთ ალ დენტეს დონეზე ( 3.5-4 წუთით და გავრეცხოთ ცივ წყალში, რათა დუღილის პროცესიც შევაჩეროთ). • შემდეგ, დავჭრათ ბოსტნეული. • გადავიდეთ ხორცის დამუშავებაზე. ( ბარკლის ანათალი საქონლის) • წვრილად დავჭრათ და დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, ორი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი, ორი ჩაის კოვზი სოიოს სოუსი და ერთი ცალი კვერცხის ცილა. • ხორცი შევწვათ ზეთში 30 წამით და შემდეგ, გადავწუროთ საცერში. ხომ არ დაიღალე?! Next step! ვოკში ვასხავთ არაქისის ზეთს და პირველი ვყრით სოკოს, შემდეგ ხახვს, სტაფილოს და ბოლოს - კომბოსტოს. ამას ემატება: ხორცი, შემდეგ დავამატოთ ატრია და ქათმის ბულიონი, ჩინური ღვინო, ტერიაკი, ხამანცკი, სოიოს სოუსები, ტკბილი ჩილი, მწვანე ხახვი და ბოლოს - სეზამის მარცვლები. Here we go! შეგიძლია სერვირებაზე გადახვიდე 

სენდვიჩები | შეფი ლუკა ნაჭყებია

105624
2587
72
00:22:33
05.09.2021

👨‍🍳 ახალი სეზონი , ახალი სპონსორი , ახალი რეცეპტები. შეფ ქეივში სენდვიჩების და გადავსებული მაგიდის დღე დადგა 🥪. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება . #სენდვიჩი #მონტეკრისტო #ფილიჩიზსტეიკი გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 _ 1. მონტე კრისტო ტოსტის პური ჟოლოს ჯემი კარაქი მაიონეზი დიჟონის მდოგვი სენდვიჩის ლორი მაზდამი ედამი ტოსტის პურს ჩამოვაჭრათ გვერდები. სენდვიჩისთვის გვჭირდება სამი ფენა . პირველ ფენას წავუსვათ ჟოლოს ჯემი. მეორე ფენაზე წავუსვათ მაიონეზი. ბოლო ფენას გადავუსვათ მდოგვი. დავიწყოთ სენდვიჩის აწყობა. მაზდამის და ედამის ნაჭრები დავადოთ ჟოლოს და მდოგვის ფენებს. შემდეგ ორი სლაისი ლორი დავადოთ ჟოლოს ფენას და ერთი სლაისი მდოდვის ფენას. ზემოდან დავადოთ მაიონეზიანი პური და ბოლოს მდოგვიანი ფენა. სენდვიჩები კარგად დავპრესოთ . ამასობაში ავიღოთ სამი ცალი კვერცხი. 3 სუფრის კოვზი რძე დავამატოთ. დავუმატოთ მარილი. თეფშე დავყაროთ საფანელი. გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად. სენდვიჩი ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ნელ ცეცხლზე დავიწყოთ სენდვიჩის შეწვა. შევწვათ ყველა მხრიდან სანამ არ მივიღებთ ოქროსფერ ფერს. შეწვის პროცესში შეგვიძლია დავამატოთ კარაქი სენდვიჩი მზადაა. 2. ფილი ჩიზ სტეიკ სენდვიჩი კარაქი ზეთი სტეიკი პური რძე ჩედარი სიმინდის სახამებელი ხახვი მარცვლოვანი მდოგვი მარილი პილპილი სტეიკი დავჭრათ წვრილად. ალყა-ალყა დავჭრათ ორი ცალი თეთრი ხახვი და მოვთუშოთ ზეთთან და კარაქთან ერთად . დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი. ამასთან ერთად დავუმატოთ პილპილის მიქსი და მარილი. ამოშრობია შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი,1 ჩაის კოვზი ძმარი და ერთი მწიკვი ყავისფერი შაქარი. ამასობაში გავალღვოთ კარაქი. პარალელურად გავამზადოთ პურები და კარაქი გადავუსვათ პურებს. გადავიდეთ ყველის სოუსის მომზადებაზე. გავხეხოთ ყველი ჩედარი. 300 მლ რძე შემოვდგათ გაზქურაზე. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ვაცადოთ წამოდუღება.1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი გავხსნათ რძეში . წამოდუღების შემდეგ დავასვენოთ. ამასობაში კარაქგადასმული პურები 250 გრადუსზე გავხუხოთ ღუმელში. პარალელურად გავაცხელოთ ტაფა ზეთთან ერთად და დავიწყოთ ხორცის შეწვა. მარილთან პილპილთან და ვოლჩესტერის სოუსთან ერთად. ამასობაში ცეცხლზე დავაბრუნოთ ყველის სოუსი. დავუმატოთ ცოტაოდენი რძე. 120 გრამი მდნარი ყველი. და დავიწყოთ ჩედარის დამატება. ცეცხილიდან გადმოვდგათ და ვურიოთ ინტენსიურად. სტეიკი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ხახვი. ყველაფერი მზადაა გადავიდეთ სენდვიჩის აწყობაზე.

ჩახოხბილი | შეფი ლუკა ნაწყებია

47537
1180
44
00:16:53
31.12.2021

გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს ! მადლობა რომ დგახართ ჩვენს გვერდით და გვაძლევთ თქვენ წილ მოტივაციას რომ ჩვენ შეგიქმნათ კერძების კეთების მოტივაცია. თუ ახალი ხარ გამოიწერე ჩვენი არხი ! მრავალს დაესწარით !!! #ჩახოხბილი #ქათამი #ხორცი გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍

რესტორანი - სერია 9: მაიკო და ლუკა

583094
2966
253
00:37:47
14.12.2014

ტაბულაზე რესტორანი გაიხსნა. მაიკო ნავროზაშვილის და ლუკა ნაჭყებიას წყვილმა ჟიურის და დანარჩენ მონაწილეებს გებჟალია მაწვნის სოუსით, ჩაქაფულის რულეტი და ჟოლოს ნაყინი მოუმზადეს. უყურეთ "რესტორნის" მეცხრე ეპიზოდს.

ქათმის ნაგეთსი | შეფი ლუკა ნაჭყებია

234518
5065
131
00:11:23
08.04.2021

წარმოიდგინე, სახლში ზიხარ, კარანტინი დაიწყო და შენ რატომღაც ქათმის ნაგეტსებზე გეფიქრება. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 #ნაგეთსი​​ #რეცეპტი​​ #ქათამი​ #შეფლუკა​​ #შეფქეივი​ - Ქათმის ხრაშუნა ნაგეთსები Კონვეირის პირველი ეტაპი - ფქვილი სუნელებით Ნებისმიერი ფქვილი - 150-200გ Პაპრიკა - 1 სუფრის კოვზი Მდოგვის ფხვნილი - ½ სუფრის კოვზი Ნივრის ფხვნილი - ⅔ სუფრის კოვზი Დარიჩინის ფხვნილი - ¼ სუფრის კოვზი Ჯანჯაფილის ფხვნილი - ¼ სუფრის კოვზი Შავი პილპილი - ⅓ სუფრის კოვზი Მარილი - ⅓ სუფრის კოვზი Შაქარი - ¼ სუფრის კოვზი Ქათმის მარინადი Ქათმის ფილე - 600 - 700გ Მარილი - 1.5 ჩაის კოვზი Პილპილი - 1 ჩაის კოვზი Ლიმონის წვენი - 1.5 სუფრის კოვზი Ცხარე სოუსი - რამდენიც შენს გულსა და სულს გაუხარდება Კონვეირის მეორე ეტაპი - კვერცხის Კვერცხი 0-კატეგორისს - 4 ცალი Არაჟანი 20%იანი - 1 სუფრის კოვზი Მარილი - 1 ლაითი ჩაის კოვზი Საბოლოო ეტაპები - ფქვილი პანკო ზეთი Ფქვილი - 150გ Მარილი - ½ ჩაის კოვზი Პანკო - 200გ Ზეთი მზესუმზრირის - 1 ლიტრი (თირკმელი არ გაყიდოთ) Სოუსი Არაჟანი 20% - 350გ Კამა - 17გ Ქინძი - 17გ Მწვანე ხახვი - 18გ Მარცვლოვანი მდოგვი - 8-10გ Შაქარი - ⅓ ჩაის კოვზი Მარილი - ½ Ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი Აბა, ყურადღება! ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებთ! Პირველი ეტაპის ფქვილის კომპონენტები, ანუ - ფქვილი მარილი, შაქარი და სუნელები ერთმანეთს შეურიეთ. Ეს იქნება ჩვენი პირველი სავლები. Შემდეგ, მომყევით გმირებო! Მეორე ეტაპად კვერცხს შევურიოთ არაჟანი და მარილი, კარგად გავაერთგვაროვნოთ. Ეს იქნება ამოვლების მეოერე ეტაპი, დარჩით, ცოტაღა დაგვრჩა. Მესამე ეტაპად გვაქვს ფქვილი, რომელსაც დავამატებთ მარილს, ან უბრალოდ პანკოს. Პარალელურად დავამარინადოთ ნაგეთსის ფორმაზე დაჭრილი ქათამი, დავუმატოთ მარინადის ინგრედიენტები და გავაჩეროთ 20-30 წუთი. Პატარ რჩევა - Თუ მარინადი სველი იქნება, მარილი არ გამოაშრობს ქათამს. Ქათმის დამარინადებულ ნაჭრებს ჯერ ამოვავლებთ სუნელებიან ფქვილში, შემდეგ, კვერცხში და ბოლოს, ან პანკოში, ან მარილიან ფქვილში. ვწვავთ 170 გრადუსზე ცხელი ზეთის აბაზანაში 3.5 - 4 წუთით ან მანამ, სანამ არ გაოქროსფრდება. Ესეც ასე.. Ეტაპები ჩავხურეთ. Რაც შეეხება სოუსს: Მწვანილები დაჭერით წვრილად, ერთმანეთში შეურიეთ. Პარალელურად არაჟანს დაამატეთ მდოგვი, შაქარი, მარილი და ლიმნის წვენი. Შემდეგ შეურიეთ მწვანილი, და დააყოვნეთ მაცივარში 30 წუთი რომ გემოები გაუჯდეს. Სოუსი მზადაა, ამოავლეთ ნაგეთსებში და ისიამოვნეთ, as much as you can..

ქათმის ფრთები | შეფი ლუკა ნაჭყებია

63925
1918
46
00:06:04
20.06.2021

ვის გულშემატკივრობ ევროპის ჩემპიონატზე? მაქსიმალური კომფორტისთვის, საყვარელი სასმელი და ქათმის ფრთები ხომ არ გესიამოვნებოდა? ჩვენ - კი, და ვიფიქრეთ, შენც ხომ არა? გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #ფრთები​​ #ჩემპიონატი​​​​​ #ქათმის​​​​ ​​​​​#ფეხბურთი​​​​ #შეფქეივი - ქათმის ფრთების დამუშავება 500 მლ დაბლენდერებულ კეფირს დავამატოთ 3 კბილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი მარილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ფრთების შეკმაზვა 1 კილოგრამზე დაგვჭირდება: • 1 სუფრის კოვზი პაპრიკა • 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი • 1 სუფრის კოვზი ნივრის ფხვნილი • ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვის ფხნილი • ნახევარი ჩაის კოვზი ყვლიავი • 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი • 1/3 მიხაკი • 1/3 ქონდარა • 1 ჩაის კოვზი ორეგანო • 2 ჩაის კოვზი მარილი • 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი • 2 ჩაის კოვზი ცხარე ჩილი ფრთების ამოსავლებად დაგვჭირდება: 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი და 4 ჭიქა ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და მასა გავყოთ ორ სექციად. კეფირიან მასას, გახსნის შემდეგ, ერთი სუფრის კოვზი მდოგვი დავუმატოთ. ბოლო სექციის ფქვილში დაგვჭირდება: • პაპრიკა • ნივრის ფხვნილი • მდოგვის ფხვნილი • კვლიავი • დარიჩინი • ერთი ჩაის კოვზი მარილი ფრთები ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ კეფირში და ისევ ფქვილში. ქათმის ფრთები მზადაა!

შაურმა, დონერი, ყარსული მწვადი. რეცეპტი | ლუკა ნაჭყებია

21571
750
29
00:18:30
19.10.2022

დადგა შაურმის დროც 🥙🥙 🌯🌯🌯 დონერი ნიშნავს ტრიალს, ამ რეცეპტში ოდნავ ტრიალია მაგრამ ბევრი გემრიელობა. - ვაკეთებთ ლავაშს, იგივე დურუმს ჩვენით - ვამარინადებთ ხორცს - ვაკეთებთ საკმაზებს და თანმხლებ კომპონენტებს - ვჭამთ მადლობა მეგობრებს ევროპროდუქტი • Europroduct Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი Blauenstein/ბლაუენშტაინი ნობილია • Nobilia

პელმენი ქოთანში | შეფი ლუკა ნაჭყებია

158958
3915
108
00:21:59
28.07.2021

🥟 მართალია, ბევრის აზრით, პელმენი რა მოსატანია, როცა ქვეყანაში არსებობს უდიადესი და უბუმბერაზულესი ხინკალი, მაგრამ ქოთანში პელმენებსაც თავისი ემოცია და ბავშვობის ნოსტალგია მოაქვს. 👌 თანამედროვე სამყაროში, კარგ კერძად სწორედ ის ითვლება, რომელიც შენს გულამდე აღწევს, თან ისე, როგორც შეფ ლუკას პელმენები მოვა ახლა თქვენამდე. 🙃😋 გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ​​ #პელმენი​​ #ქოთანში​​​​​ ​​​​ ​​​#შეფლუკა​​​​ #შეფქეივი პელმენი დავიწყოთ ცომის მოზელვით , რისთვისაც დაგვჭირდება: 400 გრამი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 170 გრამი წყალი, 40 გრამი კარაქი, რომელიც უნდა გავადნოთ და ჩავამატოთ მასაში, და ბოლოს მარილი. მაშ ასე, ვიწყებთ ცომის მოზელვას! გადმოვიტანოთ შეკრული მასა დაფაზე და მოვზილოთ ინტენსიურად, მინიმუმ 10 წუთით. გადავიდეთ ხორცის გამოტარებაზე, სადაც დაგვჭირდება საქონლის კისერი და ღორის რბილი (სულ 650 გრამი). ფარშის შესაზავებლად დაგვჭირდება: • მოთუშული ხახვი • 2 კბილი ნიორი • ოხრახუში • მწვანე ხახვი • თევზის სოუსი - 2 სუფრის კოვზი • 1 სუფრის კოვზი ძმარი • მარილი - 2 მწიკვი გადავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. შემდეგ, წამოვადუღოთ წყალი დაფნის ფოთოლთან , პილპილთან, ნიორთან, ხახვთან და ოხრახუშის ღეროებთან ერთად ... ასევე, გავაბრტელოთ ცომი და ფორმები ამოვჭრათ. გადავიდეთ პელმენის შეხვევაზე - კოვზით ამოვიღოთ გულსართი, მოვკრათ პილმენები და ჩავყაროთ მოხარშულ წყალში 4 წუთით და გადავიდეთ გამოცხობაზე. არაჟანი , ყველი, 1 კბილი ნიორი და ქამა სოკო გამოვიყენოთ ღუმელში გამოცხობის დროს. ქოთანს ზემოდან წამოვახუროთ ცომი და შევდგათ ღუმელში 25 წუთით, 180 გრადუსზე ... პელმენები მზადაა! შეგვიძლია სერვირებაზე გადავიდეთ.

კარბონარა | შეფი ლუკა ნაჭყებია

137154
3041
110
00:09:51
01.03.2021

🍝 კარბონარა არის პასტა, რომლის მომზადებას სწორად შერჩეული ინგრედიენტების გარდა, მომზადების ტექნიკაც სჭირდება. 👋 ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ კარგი კარბონარა მხოლოდ შეფების საქმეა. 🙋 ლუკა მთელი ენთუზიაზმითა და ღიღინ-ღიღინით გაგიზიარებთ მომზადების წესებს და კერძის შექმნის ისტორიასაც მოგიყვებათ. 👇 გამოგვყევით: facebook: 🤍 instagram: 🤍 - პასტა კარბონარა ( 3 პორცია) ინგრედიენტები: • კვერცხის გული - 3-4 საშუალო კვერცხი • გრანას ტიპის ყველი (სასურველია პეკორინო რომანო) - 30-40გ • კარაქი - 15-20გ (სოუსისთვის) • კარაქი - 25გ (ტაფაში ემულგირებისთვის) (არ გჭირდებათ თუ გაუნჩალე გაქვთ) • გუანჩალე ან პანჩეტა - 120-140გ • შავი პილპილი, ახალდაფქვილი - 1 სრული ჩაის კოვზი (მეტიც შეგიძლია, თუ გამბედავი ხარ • წყალი - 2 სუფრის კოვზი (30მლ) • პასტა მაფალდინე, ფეტუჩინი, ტალიატელე, ან ნებისმიერი განიერი - 300გ (რეალურად რაც გაგიხარდებათ). მომზადების წესი: თუკი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი უკვე მოიმარაგე, მოდი, საქმეს შევუდგეთ. • კვერცხის გულები აურიე 2 სუფრის კოვზ წყალში, მოაყარე პილპილი, ჩააგდე შიგნით კარაქი და გადადე გვერდზე. • პარალელურად, დაჭერი გუანჩალე ან პანჩეტა, ტაფაში ჩადე და მოთუშე ცხიმის გაშვებამდე. რჩევაა, რომ ძალიან არ გააცხელო, რათა არ გამოშრეს, შემდეგ კი, გადადე. • დიდ ქვაბში აადუღე წყალი, ჭაყარე წყლის მოცულობის 2-3% წყალი და მოხარშე პასტა, 8-10 წუთის განმავლობაში თუ ქარხნულია, ან 4-5 - თუ თქვენი გაკეთებული. • პასტის მოხარშვის შემდეგ, ტაფაში დაამატე კარაქი და შემდეგ უკვე მოხარშული პასტა. კარგად მოურიე, ცხიმში რომ ამოისვრება, გადმოდგი, მოასხი კვერცხიანი მასა და მოაყარე 1/3 გრანას ყველის. • ყურადღებით ურიე დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ აიჭრას. როგორც კი სოუსი შესქელდება, მოაყარე პილპილი, გადმოიტანე თეფშზე და მოაყარე დარჩენილი გრანა. კვლავინდებურად, ნამდვილი ჩემპიონი ხარ! გაგვიხარდება, თუ ფოტოს გაგვიზიარებ. Music: audio network

Hammock Magazine x Feedc - Ink’d - ლუკა ნაჭყებია

9990
172
5
00:03:18
18.09.2020

Hammock Magazine Feedc-თან ერთად გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს, საინტერესო ტატუებით. რუბრიკის შემდეგი სტუმარია ლუკა ნაჭყებია

ლობიოს მუსი რაჭული ლორით და ტრადიციული ლობიო | ლევან კობიაშვილი

61915
2155
95
00:11:52
15.09.2021

შეფ ქეივში ტრადიციული კერძების სერია გრძელდება. დღევანდელი დღე ჩვენს გამზრდელ ლობიოს დაეთმობა, თუმცა ტრადიციული რეცეპტის გარდა შეფ ლევანი შემოგთავაზებთ ახალ ტექნიკას. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება 👍🔔 #ლობიო #ლორი #მუსი გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 ხახვი მწვანე წიწაკა ნიორი ლობიო ზეთი კარაქი მწვანე აჯიკა უცხო სუნელი ქინძი ქონდარი ოხრახუში ქინძი ცოცხალი ქონდარი ნიახური ძმარი ლორი პირველ რიგში მოვხარშოთ ლორი. დავჭრათ ნეკნები სასურველ ზომებად. მოვათავსოთ ქვაბში , დავასხათ წყალი და დავიწყოთ ხარშვა. ამასობაში ლობიოც კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. და დავდგათ გაზქურაზე მოსახარშად. 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, მწვანილები , 1 ცალი მწვანე წიწაკა დავჭრათ წვრილად და დავიწყოთ ხახვის და ნივრის მოთუშვა ზეთთან და კარაქთან ერთად. მოთუშვის შემდეგ დავამატოთ სუნელები და ცოტაოდენი დაღერღილი წიწაკა. ასევე დავამატოთ ცოტაოდენი ძმარი 50 გრამი. ხარშვის პროცესში არ დაგავიწყდეთ წყლის გამოცვლა, რაც აუცილებელია ლობიოს ხარშვისას. რამდენიმე საათიანი ხარშვის შემდეგ ლობიო მზადაა, ლორიც მოხარშულია. ქვაბში კარგად ამოვლესოთ და დავიწყოთ შეკმაზვა . კარგად ამოლესვის შემდეგ დავამატოთ მოთუშული ხახვის მასა, მარილი და მწვანილები და კარგად ამოვურიოთ. არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი და დაღერღილი წიწაკა . გემრიელად მიირთვით !

კაცები - გადაცემა 67 [სრული ვერსია]

376722
3637
173
00:52:56
10.07.2019

00:00 შესავალი 01:12 ახალი ამბები 24:37 სტუმარი: ლუკა ნაჭყებია 41:38 თამაში: პოლიტიკური ლოზუნგები Facebook: 🤍 Instagram: 🤍

შეფ ქეივი - პოდკასტი #003 | გაუსინჯე თბილისს გემო

86944
1563
63
01:22:04
23.06.2021

შეფ ქეივის 2 კორიფე Taste Tbilisi და 10 სხვადასხვა Street food კერძი. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 facebook group: 🤍 #პოდკასტი #თბილისი #streetfood #შეფქეივი

პიურე და კატლეტი | შეფი ლუკა ნაჭყებია

103943
2448
175
00:18:14
28.12.2021

შეფ ქეივის დღევანდელი ვიდეო კარგად დავიწყებულ ძველს უკავშირდება. რათქმაუნდა ეს კერძი ყველა ოჯახში გაკეთებულა და ჩვენც არ ჩამოგჩით გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი! #კატლეტი #პიურე #ფარში გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 კარტოფილი დავჭრათ კუბებად. ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი მარილი და წამოვადუღოთ. წამოდუღებიდან 10 წუთი ხარშვის შემდეგ კარტოფილი მზადაა. ამასობაში გამოვატაროთ ხორცი. 170 გრამი ცხიმი და 700 გრამი ხორცი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში დავუმატოთ 170 გრამი თეთრი ხახვი, ერთი კბილი ნიორი და 5 გრამი ნიახურის ღერო. ამის შემდეგ გამოტარებული ხორცი გადავზილოთ ხელით. გადაზელილ მასას დავუმატოთ 30 გრამი საფანელი და 1 კვერცხი. დავუმატოთ მასის 1.5 პროცენტი მარილი და დავასვენოთ მაცივარში. კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წყალი გადავწუროთ. დავუმატოთ მუსკატის კაკალი, დავახეხოთ ნახევარი კბილი ნიორი. დავიწყოთ კარტოფილის ამოზელვა და დავუმატოთ 100მლ რძე. პიურე მზადაა. ამასობაში გამოვიღოთ ხორცი მაცივრიდან, მივცეთ სასურველი ფორმა და დავიწყოთ ზეთში შეწვა დაბალ ცეცხლზე.

#ახალიდღე შეფ ლუკა

13328
173
8
00:06:58
02.10.2020

#მასტერშეფი  -  ქვეყნის ყველაზე გემრიელი და აზარტული შოუ! მონაწილეებისა და შოუს კონცეფციის გარდა, ის, რაც ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის, ჟიურის შემადგენლობაა. ლუკა ნაჭყებიას მინიპორტრეტი „ახალ დღეში“. ავტორი: მანუ მურღულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - 🤍 მოიწონეთ ჩვენი გვერდი - 🤍 გამოიწერეთ ჩვენი არხი - 🤍 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

აჭარული ხაჭაპური | ლევან კობიაშვილი

112112
4089
119
00:05:29
21.07.2021

☀ იმ უთქმელ და დაუწერელ ტრადიციას თქვენც მისდევთ, მზიან აჭარაში ჩასულებმა აჭარული ხაჭაპური აუცილებლად რომ უნდა მიირთვათ? 🤗 ჰოდა, მგონი კარგი დროა ლევანისეული რეცეპტის შემოსათავაზებლად. გამოგვყევი: instagram: 🤍 facebook: 🤍 tiktok: 🤍 #​​​​​​​​აჭარა​​​​​​ #ხაჭაპური​​​​​ #აჭარული​​​​​ #შეფლევანი​​​​ - პირველ რიგში, გავცრათ ფქვილი. შემდეგ, ავიღოთ თბილი წყალი, დავუმატოთ საფუარი, ცოტაოდენი შაქარი და დაველოდოთ 10-15 წუთი აფუებას. აფუვების შემდეგ, ვიწყებთ ცომის მოზელვას, რომელსაც გადავაფარებთ და დაველოდებით მის ამოსვლას. შემდეგ, იმერული ყველი და სულგუნი ერთმანეთში გადავზილოთ; ამოსული ცომი გადავზილოთ და დავიწყოთ ხაჭაპურის აწყობა... მივცეთ სასურველი ფორმა; კვერცხის გული ავთქვიფოთ და ხაჭაპურს წავუსვათ გარშემო და 200 გრადუსზე შევდგათ, 5-6 წუთით. ამის შემდეგ, კვერცხის გული დავადოთ და შევაბრუნოთ 2 წუთით სულ ესაა, შეგიძლიათ სერვირებაზე გადახვიდეთ.

Назад
Что ищут прямо сейчас на
luka nachyebia Jax guide beamng crash dum pdf в word онлайн ������������������ 격분 скачать сохранения my summer car проводка как определить приоритеты અલમાં શેહન શાહ હુસૈન Cisco asa pdf объединить и сжать игра хоррор гостиничныйномер Back 4 Blood гайд Nick Wildlife orduzu Drills карточка товара wordpress vroid огурцы